როგორ ქალებს გაურბიან ყველაზე ხშირად მამაკაცები - გაეცანით ქალთა 10 ტიპს

როგორ ქალებს გაურბიან ყველაზე ხშირად მამაკაცები - გაეცანით ქალთა 10 ტიპს

ყველაზი ლამაზი და ჭკვიანი ქალიც კი შეიძლება მიატოვოს საყვარელმა მამაკაცმა. ამბობენ, რომ ამისგან არც ერთი ქალი დაზღვეული არ არის. რაშია პრობლემა, ქალში თუ მის პარტნიორში? ალბათ ორივეში, მაგრამ ამჯერად გთავაზობთ მიზეზებს, რომლებიც მამაკაცის პოზიციიდან არის მოწოდებული. მაშ ასე, ძლიერი სქესის აზრით, როგორ ქალებს გაურბიან ყველაზე ხშირად მამაკაცები?

1. ზედმეტად თავდაჯერებული

ასეთი ქალების გვერდით მამაკაცი შებოჭილია. ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ქალი თუ რამეს უკეთებს, მხოლოდ თანაგრძნობის და მოწყალების გაღების მიზნით. თითქოს კაცი მადლობელი უნდა იყოს, რომ ქალბატონმა იკადრა და კვარცხლბეკიდან მის "დონემდე" დაეშვა.

2. უსაშველოდ განათლებული

გიჟდება დალისა და მონეს ტილოებზე. იმის მაგივრად, რომ მამაკაცთან ერთად მყუდრო რესტორანში განმარტოვდეს, პაემანს ოპერაში, თეატრში ან საავტორო კინოს ფესტივალზე ითხოვს. საყვარელი კლასიკოსების ციტატებით საუბრობს. ანუ თუ კაცს ფილოლოგიის ან ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი არ აქვს დამთავრებული, მასთან საერთო ენას ვერ პოულობს და თავს ჭკუასუსტად გრძნობს. სინამდვილეში, შეიძლება ქალი ასეთი კიდეც იყოს, მაგრამ ჭკუა უნდა იხმაროს და თავისი უსასრულო განათლება თავს არ უნდა მოახვიოს მამაკაცს. მის გვერდით ჩვეულებრივი ქალი უნდა იყოს, რომელიც კაცს კაცად აგრძნობინებს თავს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს