"მკვდრეთით აღმდგარი" კატა "ზომბი"

"მკვდრეთით აღმდგარი" კატა "ზომბი"

კატა სახელად ბარტი, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მას მანქანამ გადაუარა. უძრავი და სისხლის გუბეში მწოლიარე კატა, მეზობელმა აღმოაჩინა. ბარტის პატრონმა კატის დამარხვა მეზობელს სთხოვა, რომელმაც კატა არც ისე ღრმა ორმოში დაასაფლავა. თუმცა, დამარხვიდან ხუთი დღის შემდეგ, ბარტი საკუთარი სახლის კარს მიადგა. ბინძური და მშიერი კატა, საჭმელს ითხოვდა და კნაოდა.

როგორც გაირკვა, კატა ავარიის დროს არ მომკვდარა და დასაფლავების შემდეგ, მიწიდან ამოსვლა მოახერხა. ამჟამად ბარტი რეაბილიტაციის კურსს გადის, ვეტერინარულ კლინიკაში მას ოპერაცია გაუკეთეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს