რატომ ვერ მოვაქცევთ სილამაზეს სტანდარტებში?

რატომ ვერ მოვაქცევთ სილამაზეს სტანდარტებში?

გაიცანით ტეს ჰოლიდეი, რომელიც არც მოდელის სტანდარტებს აკმაყოფილებს და არც ე.წ. "პლუს მოდელების". ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში, ტესი ხშირად მგზავრობდა ატლანტაში, რათა საკუთარი თავი მოდელის ამპლუაში მოესინჯა. თუმცა, განაჩენი ყველაგან ერთი იყო: იგი ძალიან მსუქანი და დაბალი იყო, რათა ოდესმე ამ სფეროში წარმატებისთვის მიეღწია. ჰოლიდეი, რომელიც კვირაში ოთხი დღე ვარჯიშობს, ამბობს, რომ ადამიანები ყოველ დღე ცდილობენ მის დამცირებას.

"ყველა იმსახურებს ბედნიერებას, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აღელვებს, რომ მე არ მაქვს ტიპიური სხეულის ფორმები, მაგრამ ამის მიუხედავად, ბედნიერი ვარ", - ამბობ ტესი.

თანატოლების მხრიდან გამუდმებულმა დაცინვამ, გოგონას 17 წლის ასაკში სკოლის მიტოვება აიძულა. მოდელი ამბობს, რომ დღემდე იღებს უამრავ უარყოფით კომენტარს.

"ყველას არ შუძლია ჩემი გაგება, მაგრამ ჩემი კონცეფცია ძალიან მარტივია: გიყვარდეს შენი სხეული, ზომების მიუხედავად და მიჰყევი საკუთარ ოცნებას".

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს