რომის პაპი ტრანსსექსუალ მამაკაცს შეხვდა

რომის პაპი ტრანსსექსუალ მამაკაცს შეხვდა

რომის პაპმა კერძო აუდიენციის ფარგლებში, ესპანელი ტრანსსექსუალი და მისი მეგობარი გოგონა მიიღო. შეხვედრის მიზეზი ტრანსსექსუალი მამაკაცის წერილი გახდა, რომელშიც მან რომის პაპს საკუთარი პრობლემების შესახებ უამბო. როგორც ცნობილია, სქესის შეცვლის გამო იგი ეკლესიიდან განდევნეს.

წარსულში ქალმა, ამჟამად კი 48 წლის მამაკაცმა ფრანცისკს უამბო, რომ ქალაქ პლაზენსიის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა მას "ეშმაკის ნაშიერი" უწოდა. წერილის მიღების შემდეგ, რომის პაპმა ორჯერ დაურეკა მამაკაცს და შეხვედრა იანვრის ბოლოს დაუნიშნა. შეხვედრის დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.

შეგახსნებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, ჟურნალისტებთან საუბრისას, რომის პაპმა ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან განაცხადა: თუ "ადამიანი გეია და ეძებს ღმერთს, მე ვინ ვარ, რომ ის განვსაჯო?" პაპის თქმით, ჰომოსექსუალი ადამიანები არ უნდა იყვნენ საზოგადოებისგან გარიყულები, პირიქით, უნდა მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს