გაშვილებული გოგონას სატკივარი - "გამზრდელი მამა ჩემზე დარდს გადაჰყვა"

გაშვილებული გოგონას სატკივარი - "გამზრდელი მამა ჩემზე დარდს გადაჰყვა"

მინდა, ჩემს სატკივარზე გიამბოთ, თქვენი რჩევა კი წამალივით უშველის ჩემს გასაჭირს - ასე მგონია. საქმე ის არის, რომ თურმე, თავის დროზე გამაშვილეს. ეს ამბავი ახლახან გავიგე და ამას ძალიან განვიცდი. ვიცი, ვინც არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები, მაგრამ მათი ნახვის სურვილი ხან მაქვს, ხან - არა. ასე მგონია, ისინი ჩემი ღირსები არ არიან. ჰოდა, იქნებ ვცდები, ვინ იცის? ნანა, 24 წლის".

ნანა რედაქციაში გასულ კვირას მესტუმრა. ძალიან ლამაზი ქალბატონია, მაგრამ ცდილობს, საკუთარი სილამაზე როგორმე დაფაროს: თვალებზე ჩამოფხატული ქუდით, უფორმო, გრძელი კაბით და ა.შ. თუ კომპლიმენტს ეტყვი, შეიძლება, დაგიბღვიროს; თუ მიხვდება, რომ თანაუგრძნობ, ლაპარაკის გაგრძელების სურვილი აღარ უჩნდება... შუა ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ზურგი შემაქცია, რაც გამიკვირდა. ეს პირველად რომ გააკეთა, ვკითხე, - უნებურად, რაიმე ხომ არ გაწყენინეთ-მეთქი? უცებ თითქოს გონს მოვიდა, თვალები გაუნათდა და მიპასუხა: არა, რას ამბობთ, უბრალოდ, ხანდახან ასეთი უცნაურობა მემართება. თქვენ ყურადღებას ნუ მომაქცევთ, თუ შევბრუნდები, ცოტა მადროვეთ და ისევ შემოგიტრიალდებითო... ამბობს, რომ ასეთი უცნაურობა მას მერე დასჩემდა, რაც მის ცხოვრებაში პრობლემები გაჩნდა, მანამდე კი თურმე, უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, თავი ნამდვილი პრინცესა ეგონა...

GზაPრესს- საოცრად ლამაზი ბავშვობა მქონდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენიმე წელიწადში ყველაფერი თავზე თუ დამემხობოდა. თანაც, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ვფიქრობდი, რომ იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი. დედ-მამა ჩემზე გამუდმებით ზრუნავდნენ. არაფერს მაკლებდნენ და მათი წყალობით, ყოველთვის გამორჩეული ვიყავი თანატოლებს შორის - კარგად მეცვა, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი და შესაბამისად, ბევრი რამის კეთება ვისწავლე: ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვხატავდი, ვძერწავდი. კარგი მოსწავლე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ჩემი სიბეჯითით მშობლებს გაწეულ ამაგს ვუფასებდი. ალბათ ასეც იყო. მამაჩემი ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ. სახლში რომ შემოდიოდა, პირველ რიგში, მე მეძახდა, - შვილო, სად ხარო? მის მიმართ მეც ყოველთვის გამორჩეული პატივისცემის გრძნობა მქონდა. დედაც შესანიშნავი ქალია. საწუწუნო არასდროს არაფერი მქონია. ერთი ეგ იყო, ყოველთვის მაკონტროლებდნენ, ძალიან ფრთხილობდნენ, რაღაცას დარდობდნენ - ამას ვგრძნობდი, მაგრამ მათი საიდუმლო მაშინ ვერა და ვერ ამოვხსენი და ეს ყველაფერი იმ შიშს მივაწერე, რომელსაც ყველა მშობელი განიცდის, როცა მათი შვილი ე.წ. გარდატეხის ასაკშია.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს