კარგი ქმრის 10 მცნება

კარგი ქმრის 10 მცნება

ბოლო დროს განქორწინებათა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ახალგაზრდები უფრო და უფრო მარტივად და გაბედულად დგამენ ამ სამწუხარო ნაბიჯს, თუმცა ისეთი ოჯახიც ბევრია, რომელმაც დროსა და პრობლემებს გაუძლო. გთავაზობთ პოსტს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცმა ინტერნეტით იმ ქმრების გასაგონად გამოაქვეყნა, რომლებიც ოჯახის უღელის სიმძიმის გამო წუწუნებენ.

"ამ პატარა გზავნილით მინდა ჩემი პრინციპები გაგიზიაროთ, რომლებსაც აგერ უკვე 8 წელია ჩემი ქორწინება ემყარება.

1. ქალს ყურებით უყვარს

უბრალოდ უთხარი შენს ცოლს, რომ ამქვეყნად ყველაზე კარგი ქალია და რომ ძალიან გიყვარს. ქალი ისეა მოწყობილი, სულ აღარ ახსოვს, გასულ წელს რომ უკვე უთხარი ეს სიტყვები. დაიწყეთ ამ სიტყვების თქმა დღეში სამჯერ, ნახავთ, როგორ გამყარდება ურთიერთობა.

2. საჩუქრები და საჩუქრები - შეუზღუდავი რაოდენობით

გაუკეთეთ სიურპრიზები. ყველა სავაჭრო ცენტრშია ქალების მაღაზია - ლამაზი ბიჟუტერია არც ისე ძვირი ღირს. წელიწადში ერთხელ კი სერიოზული საჩუქარიც შეიძლება.

3. ჩახუტებები

მისთვის ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია და არა მარტო ის კონტაქტი, რაზეც ახლა შენ გაიფიქრე. უბრალოდ მოეხვიე და თავზე ხელი გადაუსვი, ხელები დაუკოცნე. ჩათვალე, რომ ერთი ასეთი ნაზი სცენა მინუს ერთი ისტერიკის ტოლია.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს