წარბების მარტივი კორექცია სახლის პირობებში

წარბების მარტივი კორექცია სახლის პირობებში

ამჯერად ყურადღებას წარბებზე შევაჩერებთ. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალს თვალში საცემად შეუძლია თქვენი გარეგნობის შეცვლა.

წარბების ფორმები პირობითად შეიძლება ოთხ ტიპად დაიყოს: მრგვალი, სწორი, მოხრილი და ტეხილი. თუ ყურადღებით დავაკვირდებით კინო და პოპვარსკვლავთა წარბებს, შევამჩნევთ, რომ მათი უმეტესობა უპირატესობას ტეხილ ფორმას ანიჭებს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მერილინ მონროს, ეშლი ჯადისა და კრისტინა აგილერას წარბები გავიხსენოთ.

მოდელები, პირიქით, უფრო ბუნებრივ, პირდაპირ ან მოხრილ ფორმას ირჩევენ. წარბების ამოქნა და შეღებვა ბევრისთვის ხშირი და ჩვეული რიტუალია. ამ სფეროს სპეციალისტები ბევრ სიახლეს გვთავაზობენ. არსებობს წარბების კორექციის შედარებით სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდი.

საიჭროა: თვალის თეთრი ფანქარი, წარბების აპლიკატორი, პინცეტი, მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი ჩრდილები ან ფანქარი და წარბების მყარი ფუნჯი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს