მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის

მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბული საქართველოშია! - უდიდესი განძი, რომელზეც ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის

კრუბერის გამოქვაბული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა. მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს. გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2190 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა. რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე (2140 მეტრი). მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. გარდა ამისა, გამოქვაბულში არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები. აღსანიშნავია, რომ მისი წყლებით მდინარე რეპრუა საზრდოობს.

იხილეთ ვიდეო

amusingplanet.com-ის მიხედვით

როგორ მორთო მელანიამ საახალწლოდ თეთრი სახლი - პირველი ლედის სტილი და დეკორაციების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე (ფოტოები)

ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და მცირე მოტეხილობები აღენიშნება - როგორ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი მომხდარს

რვა შვილის დედა, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ინფიცირებულებს გადასხმისთვის სახლში აკითხავს - "იამაყეთ ჩვენი დროის გმირით"