ჩიორა თაქთაქიშვილს ეშინია, რომ სცემენ

ჩიორა თაქთაქიშვილს ეშინია, რომ სცემენ

გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა აკაკი ბობოხიძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ახალ წლამდე პარლამენტში მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო. შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის პარლამენტში გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა. მან ღია მიკროფონში უმრავლესობის წევრებს შეაგინა, რასაც საპასუხო გინება მოჰყვა და ეს ყველაფერი შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო.

მოგეხსენებათ, პარლამენტარებს არდადეგები დაუმთავრდათ და ამ კვირაში საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა. გუშინდელ სხდომაზე აკაკი ბობოხიძემ 10-წუთიანი გამოსვლის დროს მომხდარის გამო ბოდიში არ მოიხადა, რის გამოც უმრავლესობის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.

ბობოხიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს და მხოლოოდ სხვების დასანახავად და ქულების დასაწერად ბოდიშის მოხდას არ აპირებს...

ამის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა შესვენება მოითხოვეს.

შესვენების დროს უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა "ფესიბუქზე" "შეშინებული" პოსტი დადო, სადაც ამტკიცებდა, რომ უმრავლესობის წევრები თათბირობდნენ, ეცემათ თუ არა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები... რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - "ისევ ბჭობენ"...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს