ავტორი:

ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიეთ 2 ფერი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარე

ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიეთ 2 ფერი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარე

ამოიცანით თქვენი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარე. ამისათვის ორი ფერი უნდა აირჩიოთ - ერთი, რომელიც გიყვართ და მეორე, რომელიც არ გსიამოვნებთ. ფერი, რომელიც გიყვართ, ეს თქვენი დადებითი მხარეა; ფერი, რომელიც არ გსიამოვნებთ -თქვენი მეორე, უარყოფითი მხარე.

წითელი - ლიდერობა გიყვართ. მაქსიმალისტი ხარ, გრძნობებშიც და საქმეშიც. არ გიყვართ არაფრის ხვალისთვის გადადება. წითელი ფერის მოყვარულები ხშირად ეგოისტები, დემონსტრაციულები, უხეშები, ჯიუტები და მოუთმენლები არიან. ქალს, რომელიც უპირატესობას წითელ კაბას ანიჭებს, მამაკაცებთან ფლირტი ხიბლავს.

ნარინჯისფერი - ნამდვილი ოპტიმისტი ხართ. ხალისიანი, ენერგიული, მეოცნებე, შემოქმედებითი ადამიანი. ამ ფერს კმაყოფილების (სექსუალურიც), ბედნიერებისა და ხალისის მოტანა შეუძლია. ზოგჯერ ”ნარინჯისფერს” საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ფსიქოლოგების აზრით, თუ ადამიანს სურს გარშემო სულ ნარინჯისფერი ნივთები, სამოსი, აქსესუარები ჰქონდეს, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ტანჯავს.

ყვითელი - მიზანსწრაფული ადამიანების საყვარელი ფერია. ისინი დაისახავენ მიზანს და იბრძვიან, შრომობენ მის მისაღწევად. ”ყვითელი” დარწმუნებულია, საკუთარ შესაძლებლობაში, თუმცა, მუდამ ისწრაფვის განითარებისკენ. მხიარული, კრეატიული და ხალისიანი ადამიანია. არავის მიატოვებს რთულ მომენტში. საკუთარი თავის მიმართაც კრიტიკულია და გარშემო მყოფების მიმართაც. ზოგჯერ ჭორიკანა და ლაქლაქაა.

მწვანე - ყველაზე ნეიტრალური, დამამშვიდებელი ფერია. მისი მოყვარული რაციონალურად ირჩევს ცხოვრების გზას. ცხოვრებისეულ სირთულეებს სერიოზულად უყურებენ და არც გარშემო მყოფების დახმარება ეძნელებათ. ”მწვანეს” მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ, მაგრამ მის გადაშლას ნებისმიერის გამვლელისთვის არ ცდილობენ. ”მწვანე” ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტრილია და მხოლოდ მასთან იხსნება, ვინც მის ნდობას მოიპოვებს.

ცისფერი - დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მას ჰაეროვანი, უკონფლიქტო, მეგობრული და მშვიდობისმოყვარე ადამიანები ირჩევენ. თუ უფროსი ხართ და გსურთ თქვენმა თანამშრომლებმა ეფექტურად იმუშაონ, ოთახში კედლები ცისფრად შეუღებეთ.

ლურჯი - სოლიდური, მშვიდი ადამიანები უპირატესობას ლურჯს ანიჭებენ. ისინი საქმეებს პატიოსნად და ზუსტად ასრულებენ.

იისფერი - ყველაფრის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ფერია. დაბალი თვითშეფასება აქვთ და უჭირთ საკუთარი ოცნებების რეალიზება. ხშირად არიან დეპრესიულთან მიახლოებულ განწყობაზე. განაგრძეთ კითხვა