ვლადიმერ პუტინის საჩუქრები

ვლადიმერ პუტინის საჩუქრები

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ეგვიპტეში ვიზიტის დროს, პუტინმა ქვეყნის პრეზიდენტს, აბდულ-ფატახ ას-სისის კალაშნიკოვის ავტომატი აჩუქა. საჩუქარმა ერთი მხრივ, ეგვიპტის სამხედრო წარსულის მიმართ პატივისცემა გამოხატა, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთ-ეგვიპტის მომავალ თანამშრომლობაზე მიანიშნა.

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მოსკოვში ვიზიტის დროს, პუტინმა მას ლათინური ამერიკის ქვეყნების განმათავისუფლებლის, სიმონ ბოლივარის ხმლის ზუსტი ასლი აჩუქა.

2013 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, 1894 წლის რუსეთ-გერმანიის სავაჭრო ხელშეკრულების ლითოგრაფია უსახსოვრა.

2002 წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონის ვიზიტის დროს, პუტინმა მას წიგნი, სახელწოდებით: "ბერლუსკონის ეფექტი" აჩუქა, რომელიც მოსკოვში იყო გამოცემული. 

2014 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პუტინისგან საჩუქრად რუსული სმარტფონი YotaPhone 2 მიიღო.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს