რა ასაკში ჩასახული ბავშვები არიან ყველაზე ჯანმრთელები?

რა ასაკში ჩასახული ბავშვები არიან ყველაზე ჯანმრთელები?

მეცნიერებმა შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს მშობლების ასაკი შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შედეგად გაირკვა, რომ უფროსი ასაკის მშობლების შვილები უფრო ნაკლებად იტანჯებიან ჰიპერტონიით, ჭარბი წონითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე ახალგაზრდა მშობლების შვილები. კვლევაში, რომელიც ახალ ზელანდიაში ჩატარდა, მეცნიერებმა 70 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზი გააკეთეს, ჯერ მოზარდობის ასაკში, ხოლო შემდეგ 40-46 წლის ასაკში. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რომელ ასაკში აჩენენ მშობლები ჯანსაღ შთამომავლობას.

სულ სხვა მოსაზრება აქვს მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც უფრო დიდია მშობლების ასაკი, მით უფრო დიდია რისკი ბავშვებში აუტიზმის, შიზოფრენიისა და სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების ჩამოყალიბებისა. ამჟამად, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, კონკრეტულად რა ახდენს გავლენას შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს