ფოტოგრაფი, რომელიც პოლიტიკოსების ცოლებს დასდევდა...

ფოტოგრაფი, რომელიც პოლიტიკოსების ცოლებს დასდევდა...

რამდენიმე თვეა რაც დავით ტეტელოშვილი (ტეტე) ''ინტერპრესნიუსში'' მუშაობს. 30 წლის არის, მაგრამ ძალიან უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს, და განსაკუთრებულად პოლიტიკა. მიაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის საინტერესო რაღაცები ხდება და ამიტომ აქ მუშაობაც საინტერესოა. 2003 წლიდან არც ერთი მიტინგი არ გამოუტოვებია, არაერთი გამორჩეული ფოტოც გადაიღო, რომლებიც იმ გამოცემების კუთვნილებაა, სადაც იმ წლებში მუშაობდა.

ერთი პერიოდი პაპარაცობდა. შოუბიზნესის ვარსკვლავების გარდა, ხშირად უწევდა პოლიტიკოსების ცოლების თვალთვალიც, რათა მკითხველისთვის საინტერესო კადრები შეეთავაზებინა.

- ბავშვობიდან არ მიტაცებდა ფოტოგრაფია. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამას ფირიანი ფოტოაპარატი ჰქონდა, მოსკოვში შეიძინა ოჯახისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად არ მაინტერესებდა. სულ რამდენიმე ფოტო გადავიღე. სკოლის დამთავრების შემდეგ ტელე-რადიოინსტიტუტში ტელესაოპერატოროზე ჩავაბარე. სწავლისას ფოტოგრაფია ერთ-ერთი ცალკე საგანი იყო. სურათებს ფირზე ვიღებდით და შემდეგ ვამჟღავნებდით. საუკეთესო ფოტოები ფოიეში სტენდზე ხვდებოდა, სადაც ხშირად იყო ჩემი გადაღებული ფოტოები, თბილისის ხედები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს