მელოტი პატარძალი და ქონებას დახარბებული ლამაზი სასიძო

მელოტი პატარძალი და ქონებას დახარბებული ლამაზი სასიძო

- ნაკლი ყველას აქვს და გამონაკლისი არც მე ვარ! - ყველა ქალს ამ ფრაზით ეცნობოდა ნოდარი. - ღარიბი ვარ და აშენებას ვერ დაგპირდები. უპატრონოს და ობოლს არავინ წამაშველა ხელი, თორემ პრეზიდენტად თუ არა, მინისტრად მაინც ვივარგებდი...

- კი! - შეაწყვეტინა ნელიმ. - ლაპარაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ სამინისტრო კაცი ბრძანდებით...

- დამცინით?! - ეწყინა კაცს.

- არა... რატომ?!. - აიჩეჩა მხრები ქალმა. - ენა და ლოგიკა არ დაგეწუნებათ...

მათ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებებით იპოვეს ერთმანეთი...

ნოდარს, რა თქმა უნდა, არ გაუმხელია, რომ ზარმაცი იყო, მაგრამ ჭამა-სმა ძალიან უყვარდა. არც ის უთქვამს ქალისთვის, რომ მისი უქნარობით თავმობეზრებულმა მამამ მთელი თავისი ქონება მის დებზე გადაუფორმა და ფაქტობრივად, უსახლკაროდ დატოვა. მანაც დაჰკრა ფეხი და წამოვიდა ქალაქში:

- ჩემი გარეგნობის პატრონს რომელი ქალი დამიდგება წინ... ჩავესიძები მდიდარ ოჯახს და ვიცხოვრებ მეფურად. ტყუილად არ მოადგეთ ჩემს კარს, მაინც არ გაგიღებთ და შემოგიშვებთ შიგო...

როცა განცხადებას აქვეყნებდა, არ დაუმალავს, რომ ღარიბი და უქონელი იყო:

"ვეძებ ქალს - ბინიანს, შეძლებულს... უნაკლო გარეგნობის მქონე კაცი..."

ნელის თავისი ამბავი ჰქონდა. ბავშვობაში არც მას ჰქონია უზრუნველი ყოფა. ქვრივი დედა ზრდიდა და ერთ ოთახში შეყუჟულებს შიმშილიც ბვერი ახსოვდათ, სიცივეც და მკბენარის შემოსევაც, რამაც მისი ბედი საბოლოოდაც განსაზღვრა... სად იყო მის ბავშვობაში ამდენი რეკლამა და ტილებთან ბრძოლის უებარი საშუალება?! დედამ გოგოს მეზობლისგან ნასწავლი "წამალი" შეაზილა თმაში - ნავთში არეული რაღაც მყრალი ბალახის ნარევი. ტილები კი დაიხოცნენ, მაგრამ ისე დაეწვა თავის კანი, სულ დასცვივდა თმა და... აღარც ამოსვლია მას შემდეგ. ნიკელივით მოუპრიალდა თავი. ლუპითაც რომ გეძებნათ, ერთ ბეწვს ვერ იპოვიდით ვერსად... მთელი ბავშვობა თავსაფარწაკრულმა გაატარა. როცა წამოიზარდა, მამიდებს შეეცოდათ და პარიკი უყიდეს... ახლა პარიკების მთელი კოლექცია აქვს და ის ქონებაც, ასე რომ იზიდავს კაცებს. სტუდენტობაშივე აღმოაჩნდა ვაჭრობის ნიჭი და 35 წლისას უკევ 3 მაღაზია აქვს საკუთრებაში - "ტავარი" პირდაპირ იტალიიდან და პარიზიდან ჩამოაქვს. თურქულს და ჩინურს როგორ აკადრებს კლიენტებს?!. მთხოვნელიც გამოუჩნდებოდა ხოლმე დროდადრო. როცა საქმე "გადაწყვეტამდე" მივიდოდა, მომავალ ქმარს სიმართლეს ეუბნებოდა და როგორც კი მის მელოტ თავს დაინახავდნენ, კისრისტეხით გარბოდნენ კაცები... ისე, არც ტყუოდნენ: რაღაცნაირი თავი აქვს, თითქოს წამართკუთხებული და უკნიდან გაბრტყელებული, დიდი ზომისაც...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს