ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ქალის ჰიგიენა სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან მენოპაუზამდე - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

სიტყვა "ჰიგიენა" ჰიგიას სახელიდან მომდინარეობს და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირდება. ჰიგია ბერძნულ მითოლოგიაში ჯანმრთელობის ქალღმერთია, მედიცინისა და მკურნალობის ღმერთის ასკლეპიოსის ქალიშვილი. ძველი ბერძნები ჰიგიას თასიდან გველის დაპურებისას გამოსახავდნენ. სწორედ აქედან იღებს სათავეს მედიცინის ემბლემა - გველშემოხვეული თასი. ჰიგიენა მედიცინის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის ჯანმრთელობაზე ცხოვრებისა და შრომის პირობების ზეგავლენას, ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაავადებათა პროფილაქტიკის გზებს, უზრუნველყოფს ცხოვრების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პირობებს. რას გულისხმობს ქალის ჰიგიენა, როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე? სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო მაჭავარიანი.

- ქალბატონო ნინო, რას გულისხმობს ქალის ჰიგიენის ცნება?

- ქალის ჰიგიენა მოიცავს ჰიგიენის ზოგად წესებს (ტანსაცმლის, სხეულის, ფიზიკური მომზადებისა და მისთანათა ჰიგიენას), შრომის ჰიგიენას (მას ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს) და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ქალის ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში მისი ორგანიზმის თავისებურებებს უკავშირდება.

- რატომ აქცევენ ასეთ დიდ ყურადღებას ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს?

- ინტიმური ჰიგიენა დელიკატური სფეროა, ამიტომ ხშირად მას თავს არიდებენ, მაგრამ სიჩუმე შეიძლება დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა უმრავლესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის წესების დაუცველობის ბრალია, ასე რომ, ვიდრე საქმე უსიამოვნებამდე მივა, უმჯობესია, თამამად განვიხილოთ ეს საკითხები. საშოს შესასვლელი ანალურ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალის ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რათა შინაგან სასქესო ორგანოებში ინფექციის მოხვედრა თავიდან ავიცილოთ. საშვილოსნო ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის დროს, რადგან ამ პერიოდში მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.

სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე გოგონას საშოს მიკროფლორა ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედებისას იოლად ირღვევა. მისი მდგრადობა დაქვეითებული აქვთ ასევე კლიმაქსური ასაკის ქალებს. სიცოცხლის ამ პერიოდში ინტიმური ჰიგიენის წესები განსაკუთრებული გულისყურით უნდა იქნეს დაცული.

- რა უნდა იცოდეს ყოველმა ქალმა?

- ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია: ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. კანის მჟავატუტოვანი ბალანსი 5,5-ის ტოლია, ხოლო საშოსი - გაცილებით დაბალი, 3,3-ის ტოლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშოში მჟავა გარემოა. საშოს ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს, სადაც მენსტრუაციული ციკლის ერთ-ერთ ფაზაში გლიკოგენი გროვდება. სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ საშოში მობინადრე ლაქტობაქტერიები და გამოიმუშავებენ რძემჟავას, რომელიც ხელს უშლის საშოში პათოლოგიური მიკროფლორის განვითარებას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს