"ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები" - სამუშაოდ წასული დედების მძიმე დანატოვარი

"ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები" - სამუშაოდ წასული დედების მძიმე დანატოვარი

ვაღიარებ, დედა, ეს ალბათ ყველაზე უსამართლო და იმავდროულად სამართლიანი წერილია დედამიწაზე, ამით ბევრი ჩემნაირი შვილის და შენნაირი დედის ამბავს ვყვები. არ იფიქრო ღვთის გულისათვის, რომ ბრალს გდებდე, არც ერთ შვილს არ აქვს ამის უფლება, თუნდაც ცივსისხლიანი მშობლები ჰყავდეს. მე უბრალოდ ჩემი სიმართლე მაქვს. შენგან მხოლოდ შენი ხელების სითბო მჭირდებოდა ჩემი სიცივის გასათბობად. შემიძლია დეტალურად აღვწერო ჩემი ცხოვრება უშენოდ, ყველა წვრილმანი გავიხსენო და თავიდან მოვიწამლო განწყობა და ხასიათი, მაგრამ რაში გვარგია წარსულის გახსენება, მაშინ როცა ამ წარსულს ღმერთიც კი ვერ შეგვიცვლის. ღმერთს რომ ვახსენებ ახლა, ესეც სევდას მგვრის, ღმერთს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ადამიანებს ტკივილი, მაგრამ ტკივილი მაინც არსებობს და სიხარულზე ბევრად მეტია ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე.

10 წლის წინ ბოლოჯერ დამვარცხნე თმები, ბოლოჯერ შემისწორე კაბა და ჩემ დამტვრეულ თოჯინას ბოლოჯერ გაუკეთე ხელები. ეს მომენტი მახსენდება რატომღაც ყველაზე უფრო. თვალებში ცრემლი გქონდა აეროპორტში, მე ჩემი თოჯინა მყავდა გულზე მიკრული, ასე მითხარი, ეს შენი შვილი იყოს და ორივე დედები ვიქნებითო, ახლაც ჩამესმის ყურში ეს სიტყვები. მე უფრო კარგი დედა აღმოვჩნდი, დე, მე სულ თან დამყავდა ის თოჯინა ყველგან, სულ თან ვატარებდი - ბაღში, სკოლაში... სასეირნოდ, ღამითაც არ ვიცილებდი გვერდიდან, ვბანდი, კაბებს ვუუთოევებდი და სულ ჩემ გულთან ახლოს მყავდა. ახლა ამ ყველაფერს იმით ვხსნი, რომ მე ვაძლევდი ჩემს თოჯინას იმას, რაც თვითონ მაკლდა. ვხედავდი ბებოს, როგორ მიმზადებდა საჭმელს, როგორ მირეცხავდა, მიხსნიდა გაკვეთილებს, მაგრამ არასოდეს ბებოს არ ჰქონდა ისეთი სუნი, როგორც შენ, დედა. არასოდეს ისე არ იღიმებოდა, როცა ძილის წინ მკოცნიდა, როგორც შენ გამიღიმებდი... არც ბებოს იავნანა ჰგავდა იავნანას. ბებოს ბებოს როლი უფრო უხდებოდა, მას არ შეეძლო, დედაც ყოფილიყო და ბებოც. ვხედავდი მამიდას, რომელიც ცდილობდა მეც და მის შვილებსაც ერთნაირად მოქცეოდა. მაგრამ როცა თავის შვილებს კოცნიდა და უცინოდა, მამიდა სულ სხვანაირი იყო, მე ვგრძნობდი, რომ ვებრალებოდი და ასეთ მოფერებას სულაც არ ჰქონდა სითბო. ყველა ქალში დედის დანახვას ვცდილობდი, მაგრამ არც ერთი ქალი არ მოერგო ჩემ ფანტაზიას, რამდენი რამ გამოვტოვეთ, რამდენი ბედნიერი წუთი არ გვქონია, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი...

როცა დავშორდით და შენ ამერიკაში წახვედი, მე მაშინ საერთოდ არ მესმოდა, რა იყო სიღარიბე, რა იყო შიმშილი და საერთოდ რას ნიშნავდა ფული, სამაგიეროდ ვიცოდი დედის სითბო, მათბობდა შენი ხელები და მიხაროდა შენი სიცილი. ამაზე მეტს ვერც გაიგებდა ბავშვი, ბავშვს შეუძლია გაიგოს და რამდენიმე წუთში დაშოშმინდეს, რომ მშობელს არ აქვს ფული ახალი სათამაშოსთვის, გადაავიწყდეს და ისევ ძველ დამტვრეულ თოჯინებთან გაერთოს, მაგრამ მას არ შეუძლია დაივიწყოს, რა კარგია დედა. თავს დავდებ, ყველა ადამიანს, ვისაც დედა უკვე აღარ ჰყავს, ყოველდღე ახსენდება ის მომენტი, როცა დედა მასთან იყო და ეხებოდა, ლოცავდა ან მასზე ზრუნავდა, მერე ეს სევდა ყელში ბურთივით გვეჩხირება და ტირილს გვაიძულებს...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს