ძირითადი შეცდომები, რომლებსაც დიეტაზე მყოფი ადამიანები უშვებენ

ძირითადი შეცდომები, რომლებსაც დიეტაზე მყოფი ადამიანები უშვებენ

გახდომის დროს, მოვლენების განვითარების ორი გზა არსებობს: პირველი - დაწვა ზედმეტი ცხიმები, შეინარჩუნო ლამაზი კუნთები და მეორე - შეამცირო სხეულის მოცულობა.

მოდით გავერკვიოთ, რა გზით მივდივართ როდესაც სწრაფად გახდომას ვცდილობთ. უამრავი სამედიცინო გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ჩვენს ორგანიზმს დღეში 100-150 გრამი ცხიმის დაკარგვა შეუძლია, რაც 0.7-1 კილოგრამს შეადგენს კვირაში, ანუ თვეში დაახლოებით 3-4 კილოგრამია.

ერთი შეხედვით, შეიძლება გვეჩვენებოდეს: აიი დავკარგავ ზედმეტ კილოგრამებს და ბედნიერებაც აქ არის. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც ბევრმა ადამიანმა არ იცის. მოდით წარმოვიდგინოთ, თითქმის ერთნაირი წონისა და ზომის ორი ქალი. მაგალითად, 55 კილოგრამის წონის და 44 ზომის მქონე. ზამთარში და შემოდგომაზე ისინი მიმზიდველად გამოიყურებიან, მაგრამ დგება ზაფხული და ერთ-ერთი მათგანს მკვრივი სხეული აქვს, ხოლო მეორეს სიარულის დროს, ხორცი უთამაშებს.

როგორც ირკვევა, მთავარი ცხიმისა და კუნთის შეფარდებაა. ჩვენს კუნთებს აქვს ფორმა და იგი მკვრივია, მაშინ როცა ცხიმს არ აქვს რაიმე კონკრეტული ფორმა და ძალიან რბილია. ანუ თუკი ჩვენს სხეულში კუნთის რაოდენობა აღმატება ცხიმისას, მაშინ თქვენი სხეული უფრო მიმზიდველი და მკვრივია.

დიეტის დროს, ცხიმთან ერთად, კუნთური მასაც ირღვევა, თუმცა, სიმკვრივეს ეს არ გვმატებს. ამასთან ერთად, სწრაფად დაკლების მსურველები სხეულის გამოფიტვით არიან დაკავებულები, რასაც ზოგჯერ ჰორმონალური პრობლემებიც მოჰყვება:

  • დაღლილობა
  • უძილობა
  • ნერვოზულობა
  • პრობლემები საკვების მონელებასთან
  • თმა და ფრჩხილები ხდება უფრო მტვრევადი
  • გვაქვს გამუდმებული შიმშილის გრძნობა

და რაც გახდომის მსურველთათვის ყველაზე სამწუხაროა, კვების ჩვეულებრივ რაციონზე დაბრუნებასთან ერთად, დაკარგული კილოგრამებიც უკან გვიბრუნდება. სამწუხაროდ, ეს ჩვენი ორგანიზმის სტანდარტული რეაქციაა სტრესზე, რომელიც წონის სწრაფ დაკავრგვასთანაა დაკავშირებული.

ახლა კი ჩაიწერეთ #1 წესი: წონაში ვიკლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, კვირაში დაახლოებით 1 კილოგრამი!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს