"სელფი მიცვალებულთან" - დაკრძალვის სელფის ავტორის პირველი კომენტარი

"სელფი მიცვალებულთან" - დაკრძალვის სელფის ავტორის პირველი კომენტარი

ტელეჟურნალისტ გიგა მაქარაშვილის მიერ საკუთარ ''ფეისბუქზე'' განთავსებულმა ფოტომ დილიდან სოციალური ქსელები ააფეთქა. ფოტოზე დასაფლავების კადრია ასახული, გიგას სასახლე მხარზე აქვს შემოდებული და იღიმის. ბევრისთვის დაკრძალვის მსგავსი კადრი მიუღებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც გოგა ხაჩიძემ ეს ფოტო ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გააზიარა, ინტერნეტსაიტების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კომენტატორებს შორის ერთ-ერთმა მას ''შავი სელფი'' უწოდა, ხოლო გამზიარებლების უმეტესობამ წლის სელფად აღიარა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა, თუმცა უმრავლესობამ მსგავსი საქციელი დაგმო.

ამ ამბის მთავარ გმირს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამ გადააწყვეტინა ბებიის დაკრძალვაზე გაღიმება.

გიგა მაქარაშვილი:

- ბებია გარდამეცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა. არა მგონია, ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს ან პატივს სცემდეს. მომივიდა თავში აზრად, რომ მისი თხოვნა შემესრულებინა. ბებია 86 წლის გახლდათ. რამდენიმე წელია, გვთხოვს, გარდაცვალების შემდეგ უკანასკნელ გზაზე ღიმილით გამაცილეთ, არ იტიროთო. რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა, მაგრამ ბებიას ბოლო თხოვნა შევუსრულე. მეტი არაფერი.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს