ცნობილი კაბის საიდუმლო ამოხსნილია

ცნობილი კაბის საიდუმლო ამოხსნილია

მუსიკოსმა ქეითლინ მაკნეილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კაბის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით- "დამეხმარეთ- რა ფერია ეს კაბა, თეთრი-ოქროსფერში თუ შავი ლურჯში?".

ამ პოსტის შემდეგ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა კაბის ფოტომ, რომლის ფერის დადგენაზეც დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ერთნი ამტკიცებენ, რომ კაბა თეთრი ოქროსფერშია, მეორენი კი, რომ კაბა შავი ცისფერშია.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც კაბის ფერის საიდუმლო ამოხსნილია.

"ამ ფოტოზე გარემო არამკაფიოდ ჩანს. კაბა იმდენად ახლოს არის გადაღებული, რომ არ გვაქვს ინფორმაცია გარემოს განათების შესახებ. ამიტომაც, გონებამ უნდა გააკეთოს დაშვება, თუ რა პირობებშია ობიექტი. ვინც ამ კაბას თეთრად ხედავს, ეს ნიშნავს, რომ მათმა გონებამ განათების პირობებად ჩათვალა მკაფიოდ განათებული ოთახი. ისინი, ვინც ამ კაბას შავად და ლურჯად ხედავს, მათი აღქმით, გარემო ხელოვნურად, ყვითელი სინათლით არის განათებული და შესაბამისად, ოქროსფერი მოჩანს როგორც შავისგან არეკლილი ყვითელი შუქი,"– ნათქვამია AsapScience-ის ვიდეოში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს