როგორ უნდა აქციოთ ლოჯია-აივანი მყუდრო ოთახად? - საუკეთესო ფოტოიდეები

როგორ უნდა აქციოთ ლოჯია-აივანი მყუდრო ოთახად? - საუკეთესო ფოტოიდეები

თუ ლოჯია (ან დახურული აივანი) დამოუკიდებელია და არ არის გაერთიანებული სამზარეულოსთან ან მისაღებ ოთახთან, ასეთ შემთხვევაში, მას შეგიძლიათ, სხვადასხვაგვარი ფუნქცია დააკისროთ, იმისდა მიხედვით, თუ რა გჭირდებათ ყველაზე მეტად. ბევრს ეს ადგილები სათავსოდ აქვს გამოყენებული, არადა, სულ პაწაწინა აივანიც კი შეიძლება, მყუდრო სავანედ აქციოთ. ის შეიძლება იყოს კაბინეტი, დასასვენებელი ოთახი, ინტიმური გარემოს შესაქმნელი ადგილი.

თუ ლოჯიას ბევრი ფანჯარა აქვს, გარედან შემომავალი სინათლე კიდევ მეტად

გაანათებს და გაადიდებს ოთახს. თუ ასე არ არის, მის ვიზუალურად გასადიდებლად ღია ფერის ტონები გამოგადგებათ. კლასიკური სტილის ნათელი ლოჯია ძირითადად ოქროსფერ-ყვითელ ფერში შეიძლება იყოს გადაწყვეტილი და ამ ფერების წყალობით, კიდევ უფრო დიდი გამოჩნდეს.

ლოჯიის მოწყობის გავრცელებული მეთოდია მისი პროვანსულ სტილში გადაწყვეტა. შინაურული გარემო, ხის ავეჯით, მოწნული დეკორაციებით, თიხის ჭურჭლით, არაზედმეტი დეტალებით, მინიმალისტური დატვირთვით ისეთ გარემოს ქმნის, სადაც მშვიდად დასხდებით და დალევთ ჩაის ან ყავას, ერთ-ორ მეგობართან ან მეზობელთან ერთად.

იხილეთ დანარჩენი ფოტოიდეები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს