ჩინელმა ტურისტმა ბუდისტურ ტაძარს აიფონ-6 შეწირა

ჩინელმა ტურისტმა ბუდისტურ ტაძარს აიფონ-6 შეწირა

ჩინელმა ტურისტმა ბუდისტი ბერებისთვის აიფონ 6-ის შეწირვა სცადა. ეს ამბავი ბუდისტურ ტაძარში მოხდა, რომელიც გუანდუნის პროვინხიაში მდებარეობს.

31 წლის ცუნ ჩუმ შესაწირისთვის განკუთვნილ ყუთში ფულის მაგივრად სპარტფონი ჩააგდო. ბერებმა ეს შენიშნეს, აიფონი ყუთიდან ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. თან აუხსენეს, რომ მხოლოდ ფულად შესაწირს იღებენ და ტაძრის სარემონტო სამუშაობზე ხარჯავენ. ამ ტელეფონის ხმარება კი საერთოდ არ ვიცითო - განუმარტეს ხელგაშლილ მლოცველს.

უხეხულობა რომ გამოესწორებინა, მოგზაურმა რა თანხაც ჯიბეში ჰქონდა, სულ შესაწირისთვის გაიღო და ბერებს ბოდიშიც მოუხადა. ამის მიუხედევად, ფოტოზე მაინც დაფიქსირდა მომენტი, როგორ აგდებს მამაკაცი ტელეფონს ყუთის ჭრილში. ფოტო ვირუსივით გავრცელდა და მთელი მსოფლიო მოიარა. ცუნ ჩეს კიდევ არაერთხელ მოუხდა მასმედიით განმარტებების გაკეთება და ახსნა, რომ ბერების დაცინვა არც უცდია. ჩინეთში აიფონ 6 დაახლოებით 970 აშშ დოლარი ღირს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს