რა დაავადებები ემუქრება მამაკაცს?

რა დაავადებები ემუქრება მამაკაცს?

მამაკაცის შარდსასქესო სისტემას მრავალი დაავადება ემუქრება. ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი შალვა მშვილდაძე.

ბალანიტი და ბალანოპოსთიტი

- რა არის ბალანიტი და ბალანოპოსთიტი? რა საერთო აქვთ მათ ან რა განასხვავებთ ერთმანეთისგან?

- ბალანიტი ასოს თავის ანთებაა, ხოლო პოსტიტი - ასოს თავის მფარავი კანის, ჩუჩის, შიდა ფურცლის ანთება. ეს ორი დაავადება უმეტესად ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ორივეს ერთად ბალანოპოსთიტს უწოდებენ.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგიები?

- სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა, ყველაზე ხშირად - კანდიდამ, ქლამიდიამ და გონორეამ. ბალანოპოსთიტის რისკფაქტორია შაქრიანი დიაბეტი. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დაავადებაში ჰიგიენის არასათანადო დაცვას მიუძღვის ბრალი. ზოგჯერ ის საშარდე მილში კათეტერის დიდხანს დაყოვნების შედეგია. ბალანოპოსთიტი უმეტესად ფიმოზიან პაციენტებს ემართებათ.

- როგორია ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის კლინიკური გამოვლინებები?

- დაავადებას ახასიათებს ასოს თავისა და ჩუჩის ქავილი, ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი, დაწყლულება. ზოგჯერ თან ახლავს უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი ან ნადები.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- უმეტესად - დათვალიერებით. თუ გაჩნდა ეჭვი რაიმე სახის ანთების სპეციფიკური გამომწვევის არსებობის, მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის თაობაზე, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ანალიზი.

- როგორ მკურნალობენ?

- მკურნალობა გამომწვევის შესაბამისად ინიშნება. ის შეიძლება იყოს როგორც სისტემური, ისე ლოკალური. უმთავრესად ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიმიკოზური მკურნალობა, ადგილობრივად ინიშნება აბაზანები, მალამო, სპრეი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს