"დაანებეთ შვილებს თავი" - ცნობილი ფსიქოლოგი შვილებზე "გადაყოლილ" მშობლებს მიმართავს

"დაანებეთ შვილებს თავი" - ცნობილი ფსიქოლოგი შვილებზე "გადაყოლილ" მშობლებს მიმართავს

ცნობილი ბლოგერისა და ფსიქოლოგის ოლგა ვალიაევის ემოციური ბლოგ-პოსტი მშობლებლებს.

"გემუდარებით, ნუ იცხოვრებთ მხოლოდ შვილებისთვის! მათ არა მხოლოდ არ სჭირდებათ ეს, არამედ საზიანოცაა მათთვის. მე ვხედავ ქალებს, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ ცხოვრებაზე შვილების გამო. ამ პატარა ისტორიებში ზოგიერთი მშობელი საკუთარ თავს ამოიცნობს.

* დედამ მარტომ გაზარდა ნიკოლოზი. მეორეჯერ პირადი ურთიერთობის აწყობა არც უფიქრია. მთელი ცხოვრება ბავშვს შესწირა. უყიდა ბინა, მიაღებინა უმაღლესი განათლება. ნიკოლოზი შესანიშნავი და წარმატებული მამაკაცი დადგა. მაგრამ უკვე 50 წლისაა. ოჯახი და შვილები არც ჰყოლია. მთელი ცხოვრება ცდილობდა გადაეხადა დედისთვის ამაგი, მაგრამ ვერ მოახერხა.

* ქსიუშას მამა დღე და ღამე მუშაობდა შვილების გამო. მას დიდი გეგმები ჰქონდა - განსაკუთრებით გოგონაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერი იყო. მამას ოცნება იყო, შვილი ექიმი გამხდარიყო და ყველაფერში უწყობდა ხელს. შეუგროვა ფული უნივერსიტეტისთვის. გოგონამ კი უარი თქვა. მას უნდოდა ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით. უნდოდა გამხდარიყო მხატვარი. მაშინ მამამ გადაწყვიტა "მოერჯულებინა" შვილი და მისცა მას ხარჯების ფურცელი. ხარჯებში შედიოდა ყველაფერი: სკოლაში სწავლის საფასური, წრეების გადასახადი, ტანსაცმლისა და საჭმლის ფული. ეს ყველაფერი გოგონას უკან უნდა დაებრუნებინა მამისთვის. ძნელი მისახვედრი არ არის: ქსიუშას მას მერე მამა თვალით აღარ უნახავს. აგერ უკვე 30 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს