''მამინაცვალმა მეორე ცოლი ჩვენს სახლში მოიყვანა...''

''მამინაცვალმა მეორე ცოლი ჩვენს სახლში მოიყვანა...''

დეა 17 წლისაა და ამბობს, რომ მეგობრების ძალიან რცხვენია, მაგრამ ამ ამბავში მთავარ დამნაშავედ დედა მიაჩნია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა.

- 7 წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა. მე მშობლების ერთადერთი შვილი გახლდით. თბილისის ერთ-ერთ უბანში ორსართულიან სახლში ბედნიერად ვცხოვრობდით და ჩვენთან ხშირად დადიოდნენ სტუმრები. ერთ დღეს ყველაფერი დამთავრდა, როდესაც მამა თანამშრომელ ქალთან ერთად საბერძნეთში გაიქცა. იმ ქალმა ქმარი და ორი შვილი დატოვა. მაშინ ამ ამბავზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. რამდენიმე თვეში დედას დაურეკა და უთხრა, რომ წინასწარ ყველაფერი მოაგვარა, ბინა მასზე გადააფორმა და შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო. პატიება სთხოვა და დაჰპირდა, რომ ყოველთვე ჩემთვის ფულს გამოგზავნიდა. ამ პირობას დღემდე ასრულებს.

- დედამ, ალბათ, ქმართან განშორება მძიმედ გადაიტანა.

- ერთი წელი გაღიმებული არ მინახავს. სამსახურს ხშირად აცდენდა და დღეების განმავლობაში ოთახში იკეტებოდა. ამ დროს ბებიასთან მივყავდი და კართან მტოვებდა. ერთ დღეს მითხრა, რომ ყველაფერი დამთავრდა, ახალი ცხოვრება უნდა დაგვეწყო და მართლაც ძალიან გახალისდა, ძველებურზე მეტადაც კი. ერთ წელიწადში ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად მოვიდა, დათოდ გამაცნო და მითხრა, რომ დღეიდან ჩვენთან იცხოვრებდა. უცხო კაცთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. თვითონაც არ იკლავდა თავს ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

- დედა ბედნიერი იყო?

- ძალიან, ახალ ქმარზე გიჟდებოდა. ეს ამბავი ახლობლებმა მძიმედ გადაიტანეს, ჩვენთან თითქმის არავინ აღარ მოდიოდა. დედას მშობლები რამდენიმე წელი არ ელაპარაკებოდნენ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს