დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

"სათესლე ჯირკვლები, წესისამებრ, ერთნაირი ზომისაა, მაგრამ ყოველგვარ წესს აქვს გამონაკლისი; ზოგჯერ ჯირკვლები ზომით ერთმანეთისგან განსხვავდება: ერთი ოდნავ პატარაა, მეორე - ოდნავ დიდი, მაგრამ როცა ამ განსხვავებას თან არ სდევს ტკივილი ან რაიმე სხვა პათოლოგიური გამოვლინება, ეს ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა. მათი ფორმა კი, როგორც წესი, ერთნაირია. რაც შეეხება ასოს, ის შეიძლება სხვადასხვა ზომისა იყოს. აქვე - ერთი გადახვევა, რომელიც, ვფიქრობ, მრავალ მამაკაცს დააინტერესებს: ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. პარტნიორის სქესობრივ დაკმაყოფილებას ცოდნა სჭირდება და არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ზომისაა სასქესო ორგანო.

ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ ახლა ხშირად შეხვდებით რეკლამებს, სადაც სასქესო ასოს გაზრდას გვპირდებიან. თუ, რა თქმა უნდა, მამაკაცს ეს იდეა-ფიქსად აქვს ქცეული, შეუძლია, ოპერაცია გაიკეთოს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი, ვიმეორებ, ასოს ზომას სქესობრივი კონტაქტის დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს~, - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან~ საუბარი ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგმა გიორგი გოგეშვილმა, რომელსაც იმ დაავადებების შესახებ სასაუბროდ ვეწვიეთ, რომლებიც სასქესო ორგანოების ზომისა თუ ფორმის ცვლილებებს იწვევს.

- მოდი, ჯერ ფიზიოლოგიურ ნორმებს გაგაცნობთ. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება. სათესლე ჯირკვლებს გვერდებზე, ზემოდან ქვემოთ, ჩაუყვება სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია. სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია მათი კლინიკური ნიშნებიც, მაგრამ ხშირად ამ დაავადებებს მაინც აქვთ საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს