2 ახალი Galaxy S6 - საუკეთესო, რაც "სამსუნგს" შეუქმნია

2 ახალი Galaxy S6 - საუკეთესო, რაც "სამსუნგს" შეუქმნია

Samsung-მა ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენა Mobile World Congress-ზე ახალი სმარტფონი Galaxy S6 და Galaxy S6 Edge წარმოადგინა. ამ უკანასკნელს მომრგვალებული ეკრანები აქვს, რაც სამეკრანიანი სმარტფონის ეფექტს ქმნის.

ექსპერტების აზრით, ეს საუკეთესო სმარტფონებია, რაც Samsung-ს ოდესმე შეუქმნია და საუკეთესო ანდროიდი, რაც აქამდე გამოშვებულა. სმარტფონ Galaxy S-ის ახალი მოდელები საავიაციო მეტალისგან დაამზადეს. Galaxy S6 Edge-ის კორპუსი მინითაა დაფარული. შემქმნელებმა წინა ვერსიის კამერა გააუმჯობესეს და არაპოპულარული აპლიკაციები წაშალეს.

Samsung-ის ახალი მოწყობილობების გაყიდვა 10 აპრილს დაიწყება. მომხმარებლებს შესთავაზებენ ვერსიებს 32, 64 და 128 გბ მახსოვრობით. ღირებულებას კომპანია ჯერჯერობით არ ასახელებს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს