"როგორც თქვენ იტანჯებით, ისე უნდა დავიტანჯოთ" - მამაკაცებმა დედის დღე ორსულობით აღნიშნეს

"როგორც თქვენ იტანჯებით, ისე უნდა დავიტანჯოთ" - მამაკაცებმა დედის დღე ორსულობით აღნიშნეს

დედის დღისთვის ყველა თავისებურად ემზადება. ვიღაც ყვავილებს ჩუქნის, ვიღაც - ღია ბარათს. სამმა მამაკაცმა კი გადაწყვიტა, საკუთარ თავზე გამოეცადა, თუ რას განიცდიან მომავალი დედები შვილის მოლოდინში. სცადეს გაევლოთ ის გზა, რაც მათმა დედებმა განვლეს მათ დაბადებამდე. მამაკაცებმა 15-კილოგრამიანი საორსულე "კოსტიუმები" მოირგეს და ასე გამოწყობილებმა 10 დღე გაატარეს.

სამივე მამაკაცი ცოლიანია და 40 წელს ზევითაა. ამ 10 დღის განმავლობაში სამივე საკუთარ დღიურს აწარმოებდა, სადაც დეტალურად აღწერდნენ თავიანთ განცდებს.

მიუხედავად იმისა, რომ კოსტიუმში ნამდვილი ორსულის ყველა რეალურ შეგრძნებას ვერ მიიღებდნენ (ჰორმონალური ძვრები, სხეულის შეშუპება, გულძმარვა, თავბრუსხვევა, გულისრევა), 10 დღით ამხელა მუცლისა და მკერდის "ზიდვამ" მაინც საშინელი დისკომფორტი შეუქმნათ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს