ტოპ-7 ორიგინალური საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გაახარებს ქალს (წააკითხეთ მამაკაცებს)

ტოპ-7 ორიგინალური საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გაახარებს ქალს (წააკითხეთ მამაკაცებს)

ასეა თუ ისე გაზაფხულის პირველ თვეს ქალები ყველაზე მეტად ველით მამაკაცებისგან ყურადღებასა და საჩუქრებს. რაც უფრო ორიგინალურია საჩუქარი, მით უფრო რომანტიკულად გვამახსოვრდება იგი მთელი წლისა და ხშირად ცხოვრების მანძილზეც.

ქალის ფანტაზია ულევია და შესაბამისად, არ არსებობს ერთი კონკრეტული საჩუქარი, რომლითაც ყველა ქალს გაახარებთ, თუმცა არსებობს რომანტიკული საჩუქრების სია, რომლითაც ნებისმიერ ქალს გაუთბობთ გულს.

მაშ ასე:

1. ალბომი, რომელიც სავსეა თქვენი სურათებით

ამობეჭდეთ ყველა ის ფოტო, რომელიც ერთად გადაგიღიათ (ძველიც და ახალიც), თავი მოუყარეთ ერთ ალბომში და აჩუქეთ. თქვენ გაოცებული დარჩებით მისი რეაქციით! თვალები აღტაცებით წამოენთება, სახეზე კი კმაყოფილი ღიმილი გადაეკვრება.

2. გადაიღეთ ვიდეო, რომელშიც თქვენს გრძნობებზე ელაპარაკებით და აუტვირთეთ სოციალური ქსელის გვერდზე, ისე, რომ მთელმა ქვეყანამ ნახოს.

3. აჩუქეთ პლანშეტი. ტექნიკა ყოველთვის ამტკიცებს, რაოდენ ხელგაშლილი ბრძანდებით. სასურველია, თუ ახალ პლანშეტში სპეციალურად მისთვის მოგონილ და ჩაწერილ სიმღერას დაახვედრებთ. გვერწმუნეთ, ქალი ამ საქციელს არასოდეს დაივიწყებს.

4. წაიყვანეთ რომანტიკულ ვახშამზე

რომანტიკული ვახშმისთვის აუცილებელია წყნარი, ლამაზი გარემო, ნაზი მუსიკა, სანთლები და ალკოჰოლი. (გაითვალისწინეთ, რისი დალევა სიამოვნებს თქვენს მეორე ნახევარს).

5. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ გაბრაზდება, დახურეთ ბარი/კლუბი და უცეკვეთ სტრიპტიზი.

6. გაუკეთეთ flash mob-ი. არ დაგავიწყდეთ, რომ flash mob-ი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს, მისი ეფექტი მოულოდნელობასა და ბევრ ხალხშია.

7.თუ უყვარს, აჩუქეთ რომელიმე ფრინველი ან ცხოველი.

წარმატებებს, სიყვარულსა და ფერად გაზაფხულს გისურვებთ!

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"