დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სულ სხვა რაკურსით დანახული თქვენი მშობლები

დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სულ სხვა რაკურსით დანახული თქვენი მშობლები

ვარკვევთ, ვინ როგორი დედაა...

ვერძი - აქტიური, ცოტა მკაცრი, მაგრამ ყურადღებიანი დედაა. არ უყვარს, როცა შვილები ზედმეტად "კალთაზე მიწებებულნი" იზრდებიან. ამიტომ მაქსიმალურად უწყობს ხელს მათში დამოუკიდებლობის გრძნობის გაღვიძებას.

კურო - მშვიდი, გაწონასწორებული და ძალზე მზრუნველი დედაა. ვერ იტანს გადამეტებულ სიცელქეს ბავშვის მხრიდან. ყოველთვის ცდილობს, თავისი პირმშო კარგად მოვლილი და გამოკვებილი ჰყავდეს. არასოდეს ავიწყდება მისი მატერიალური კუთხით წახალისებაც.

ტყუპი - არათანმიმდევრული, ცოტა ჭკუამხიარული და მეგობრული დედაა. არც თავად უყვარს, არც შვილებს აიძულებს წესრიგის სიყვარულს. მის სახლში ყოველთვის მხიარული ქაოსია, ბავშვებთან ერთად თავადაც სიამოვნებით თამაშობს ხოლმე სხვადასხვა ტიპის თამაშებს.

კირჩხიბი - საუკეთესო დედაა, ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. საკუთარ შვილებზე გადაყოლილი ქალია. იმდენად, რომ შეუძლია, თავიც კი გასწიროს მათთვის. ხშირად ამბობს უარს პროფესიულ მიღწევებზე, ოჯახისა და ბავშვების საკეთილდღეოდ.

ლომი - ავტორიტეტის მქონე დედაა, ბავშვები მისით მთელი ცხოვრება ამაყობენ. ხშირად ვერ იცლის შვილებისთვის, თუმცა მაინც ახერხებს, მათი ცხოვრება აკონტროლოს და გადამწყვეტი სიტყვა მისი იყოს ყოველთვის. შვილები აღმერთებენ დედა ლომს გულუხვობისა და ავტორიტეტულობის გამო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს