რატომ ჰყავს ტიბეტელ ქალს ბევრი ქმარი?

რატომ ჰყავს ტიბეტელ ქალს ბევრი ქმარი?

ტიბეტში დრო თითქოს სხვანაირად მიდის, ზოგს ისიც ეჩვენება, რომ საერთოდ არ მიდის - ცამდე აღმართული მთების ძირში საკმაოდ მკაცრ პირობებში მცხოვრებ ხალხს, რომელთა ძირითადი რელიგია ბუდიზმია, საუკუნეების ტრადიციების დიდი ნაწილი შენარჩუნებული აქვს.

საკმაო სიღარიბეში და არც ისე თავისუფალ გარემოში (ოფიციალურად ტიბეტი ჩინეთზეა დამოკიდებული) დაახლოებით 6 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ და ტიბეტის თვითმყოფადობის შენარჩუნებას წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისადმი ერთგულებით თუ ახერხებენ.

ყველაზე გახმაურებული და სხვა ქვეყნების მცხოვრებთათვის გასაოცარი ტრადიცია პოლიანდრიაა, როდესაც ერთ ქალს რამდენიმე ქმარი ჰყავს, თუმცა ეს სულაც არ აიხსნება ქალების კაცთმოყვარეობით ან ქალების დეფიციტით, არამედ ეკონომიკური მიზეზებით არის განპირობებული.

ღარიბ ოჯახებს უჭირთ რამდენიმე ქალის სათხოვნელად საზღაურის გადახდა გოგოს ოჯახისთვის, ამიტომ ერთი მოჰყავთ, უფროსი შვილისთვის, და ის ერთი ცოლი ხვდება დანარჩენ ძმებსაც. გარდა ამისა, როდესაც ცოლი ერთია, ოჯახიც ერთია და ძმებს შორის ქონების გაყოფის აუცილებლობაც აღარ ჩნდება.

ასეთ ოჯახებში მთავარი უფროსი ვაჟია, ის არის ოჯახის მემკვიდრეც, უმცროსი ძმები კი უბრალოდ უერთდებიან ამ ქორწინებას. ყველა ძმა ერთად უძღვება მეურნეობას, ცოლის სარეცელს კი მკაცრი რიგითობით სტუმრობენ და დანარჩენების გაფრთხილების ნიშნად, კართან თავიანთ ფეხსაცმელს ტოვებენ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს