ფოტოგრაფმა მარტინ ლე-მეიმ ფოტო გადაიღო, რომელზეც მწვანე კოდალაზე "ამხედრებული" სინდიოფალაა ასახული. სურათი ინგლისში, ლონდონშია გადაღებული. ინტერნეტში გავრცელების შედეგად, მან მთელი მსოფლიო მოიარა. ადამიანების უმეტესობამ უჩვეულო კადრი, სინდიოფალასა და კოდალას მეგობრობად მიიჩნია. სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა, რადგან სინდიოფალა კოდალას მონადირებას ცდილობდა.