მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ქრისტე ცხოვრობდა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ქრისტე ცხოვრობდა

ბრიტანული უნივერსიტეტის, რედინგის არქეოლოგები, რომლებიც ისრაელში კვლევებს ატარებდნენ, თვლიან, რომ მათ აღმოაჩინეს სახლი, სადაც იესო ქრისტე გაიზარდა.

მეცნიერების განცხადებით, გათხრების ტერიტორიაზე ნაპოვნი სახლის ფრაგმენტები პირველი საუკუნით თარიღდება. 19-ე საუკუნის ბოლოს არსებობდა ვერსია იესო ქრისტეს მშობლების საცხოვრებლის სავარაუდო ადგილის შესახებ. 2006 წელს ის უარყვეს, რადგან არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება ამ თეორიას არ მოჰყოლია.

მეცნიერების თქმით, ბიზანტიელებმა და ჯვაროსნებმა წერილებში ახსენეს ადგილი, სადაც სავარაუდოდ ქრისტე ცხოვრობდა და ეს ის ადგილია, რომლის კვლევაც მიმდინარეობს. ”რამდენად საფუძვლიანია ჩვენი ვერსია, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი საქმე ჯერ არ დასრულებულა”, - აღნიშნეს მეცნიერებმა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს