კიდევ ერთი სასტიკი ძიძა, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა

კიდევ ერთი სასტიკი ძიძა, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა

ქალი ჯოჯოხეთიდან, უგანდელი ურჩხული – სწორედ ასე უწოდეს ამ უგანდელ ძიძას, რომლის სისასტიკე კამერებმა დააფიქსირეს. ძიძა, რომელიც ბავშვს ასე სასტიკად უსწორდება, პოლიციელებმა დააპატიმრეს, ბავშვი კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა საკმაოდ მძიმე ტრავმები ჰქონდა. 22 წლის ჯოლი ტუმუჰირი 18 თვის გოგონას რამდენიმე თვე უვლიდა.

ბავშვის მშობლებმა როგორც კი რაღაც იეჭვეს, კამერები დააყენეს და ასეთი სავალალო შედეგი მიიღეს. ბავშვი პრაქტიკულად წამების ქვეშ იყო. როდესაც მშობლებმა ვიდეო იხილეს, ძიძას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალმა გამძვინვარებულ მამას ძლივს დააღწია თავი და საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში. საქმის გარჩევისა და სასამართლო პროცესების შემდეგ ძიძას 4-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სამწუხაროა, მაგრამ მსგავსი ფაქტი ცოტა არ არის. სამართალდამცველები და ფსიქოლოგები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებს, მაქსიმალურად დიდი სიფრთხილით შეარჩიონ ის ადამიანები, ვისაც თავიანთ შვილებს ანდობენ.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს