რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მარტში

რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მარტში

იმ ადამიანებმა, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული პათოლოგიები აქვთ, ძალიან კარგად იციან, რომ მარტში დაავადების სიმპტომები განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება. რა არის ამის მიზეზი? რატომ უქმნის გაზაფხულის პირველი თვე პაციენტთა ამ კატეგორიას დისკომფორტს და რატომ ხდება საჭირო ექიმთან ვიზიტების გახშირება? დადგენილია, რომ პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ახასიათებს განსაკუთრებული მგრძნობიარობა ბუნებრივი ფაქტორების მიმართ. ამ მოვლენას მეტეომგრძნობელობას უწოდებენ. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ კარდიოლოგიური პაციენტები განსაკუთრებული მეტეომგრძნობელობით გამოირჩევიან. ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ამინდის ცვლილებაზე მწვავედ რეაგირებენ ის ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, აღენიშნებათ მაღალი არტერიული წნევა, გულის იშემიური დაავადება.

მარტი კი ის თვეა, რომელსაც ახასიათებს ამინდის საოცარი არამდგრადობა, მკვეთრი მერყეობა. ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე დღეში რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს. ასეთი მერყეობა ჯანმრთელ ადამიანსაც კი საგრძნობ დისკომფორტს უქმნის. სავსებით ბუნებრივია, რომ წლის ეს პერიოდი კარდიოლოგიური პაციენტებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია. ამინდისა და ბუნებრივი ფაქტორების მკვეთრ მერყეობას თავისი მიზეზი აქვს – ზამთარი გაზაფხულით იცვლება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს