სექსის ჰიგიენა - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

სექსის ჰიგიენა - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

სექსის ჰიგიენა - ეს შესიტყვება ზოგიერთს შესაძლოა შეუსაბამოდ მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც - გამუდმებით, მეტადრე - სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენის დაცვაზე ავადმყოფურად ფიქრი ვის გაუგონიაო?! ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები?

რა გავლენას ახდენენ ისინი სექსზე? რა უნდა გაითვალისწინოს სქესობრივი კავშირის დროს წყვილმა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა დკც (ყოფილი სამკურნალო კომბინატის) სექსოლოგიური სამსახურის უფროსს, საქართველოს სექსოლოგთა საზოგადოების მდივანს, ბატონ გიორგი ბეროშვილს ვთხოვეთ.

- რა არის სექსი თავისი არსით და რას გულისხმობს მისი ჰიგიენა?

- სიტყვა "სექსის" თავდაპირველი მნიშვნელობაა სქესი - მამრობითი ან მდედრობითი, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს, რომელიც ასოცირდება ადამიანის ფიზიოლოგიურ, სქესობრივ ფუნქციასთან, ანუ უნართან, ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი. დღეს ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის "სქესობრივი აქტი", "სექსით დაკავება", "სქესობრივი კავშირი"... მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის სექსი არის, - უფრო სწორად, უნდა იყოს, - არა უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ უფრო ფაქიზი, უფრო ინტიმური რამ, რადგან ამ დროს ორი ადამიანის ურთიერთობა ისახავს მიზანს - მიანიჭო პარტნიორს მეტი სიამოვნება, მიეცე მას როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, გათავისუფლდე ჩარჩოებისგან, უპასუხო მის სურვილებს, და ეს ყოველივე მხოლოდ "სექსის ტექნიკის" ფლობაზე არ არის დამოკიდებული. 21-ე საუკუნეში, ალბათ, უხერხულიც არის იმის ახსნა, რომ სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში პარტნიორებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის, ამ შემთხვევაში - უბრალო სხეულებრივი სისუფთავის პრინციპები. მარტივად რომ ვთქვათ, მიიღონ შხაპი, მოიწესრიგონ გარეთა სასქესო ორგანოები, გაისუფთაონ პირის ღრუ. ეს, ალბათ, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სქესობრივ პარტნიორს პატივს სცემ და გსურს, მას სიამოვნება მიანიჭო.

- რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის?

- ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვიგულისხმებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს გახდის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან შემთხვევითი "თავგადასავლებისგან" არავინ არის დაზღვეული.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს