რამდენი შაქარი უნდა მივიღოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს - ახალი მსოფლიო ნორმა ცნობილია

რამდენი შაქარი უნდა მივიღოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს - ახალი მსოფლიო ნორმა ცნობილია

შაქრის მოხმარების შეზღუდვისკენ ექიმები ხშირად მოგვიწოდებენ. თუმცა, ეს ცნება ზოგადი რეკომენდაციაა და კონკრეტულ დოზებს არ გვიწესებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაწყვიტა მეტი სიცხადე შეიტანოს შაქრის შეზღუდვის კამპანიაში. ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ პროდუქტზე აბსოლუტური უარის თქმა არ შეიძლება, მეტიც - შაქარი მცირე რაოდენობით მაინც უნდა იყოს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში.

"ნორმალური წონის ზრდასრულმა ადამიანმა, შაქრიანი დიაბეტის, კარიესის და სიმსუქნის საფრთხე რომ არ დაემუქროს, ყოველდღიურად 6 ჩაის კოვზი უნდა შაქარი უნდა მიიღოს" - ასეთია ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნა, რომელიც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის დამტკიცებულ ახალ რეკომენდაციებში შევიდა.

სპეციალისტების განმარტებით, შაქრის ეს რაოდენობა ყოველდღიურად მიღებული კალორაჟის დაახლოებით, 5%-ს შეადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ ახალი ნორმა განახევრებულია იმასთან შედარებით, რასაც ორგანიზაცია 2002 წელს გვირჩევდა.

შემოთავაზებულ ნორმაში იგულისხმება როგორც მონოსაქარიდები (გლუკოზა, ფრუქტოზა), ასევე დისაქარიდები (ჩვეულებრივი სუფრის რაფინირებული შაქარი). დაკვნის ავტორები თქმით, ხალხს ავიწყება, რომ შაქარს იმ პროდუქტებისდნაც იღებენ, რომლებსაც ტკილი გემო საერთოდ არა აქვს. მაგალითად შაქარი შედის ბევრ გადამუშავებულ პროდუქტში, სასმელებსა და სოუსებში, კეტჩუპში (1 კოვზი კეტჩუპი 4 გრ. შაქარს შეიცავს).

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს