ინტიმური ზონის ჰიგიენა

ინტიმური ზონის ჰიგიენა

ბავშვობაში ყველას გვასწავლიდნენ, რომ უნდა დავიბანოთ ხელები ჭამის წინ, გამოვიხეხოთ კბილები ძილის წინ, დავიჭრათ ფრჩხილები კვირაში ერთხელ, მაგრამ ცოტას თუ ეხსომება, მშობლები ინტიმური ზონის ჰიგიენაზე დალაპარაკებოდნენ. არადა, ამ ელემენტარული წესების დაუცველობამ შეიძლება მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს.

ინტიმური ჯანმრთელობის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი პირობაა დაბანა ყოველ დილა-საღამოს და სქესობრივი სიახლოვის შემდეგ.

დაბანა ჯობს თბილი გადადუღებული წყლით. ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ საპონი - ის შეიცავს ტუტეს, რომელიც საზიანოა სასქესო ორგანოების მიკროფლორისთვის. ამ ზონის დასაბანად გამოიყენეთ სპეციალური ინტიმური გელი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ გელის შემადგენლობას: ის უნდა შეიცავდეს რძის მჟავას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტიმური ზონის ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას. კარგი იქნება, გელის შემადგენლობაში შედიოდეს ნივთიერება ტრიკლოზანიც - ის დიდი ხანია აღიარებულია უსაფრთხო კოსმეტიკურ ინგრედიენტად, რომლისგანაც ალერგიასა და გაღიზიანებას არ უნდა ველოდეთ. ინტიმური ზონის დასაბანი გელი არ უნდა შეიცავდეს საღებავებს და სურნელოვან დანამატებს. უნდა დავიბანოთ სუფთა ხელებით და კარგად შევიმშრალოთ სუფთა პირსახოცით. უმჯობესია, ინტიმური ზონისთვის ცალკე პირსახოცი გვქონდეს, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც გავრეცხავთ და გავაუთოებთ - ამგვარად ყველა ბაქტერია განადგურდება.

ინტიმური ზონისთვის სველი ხელსახოცების ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული - სითხე, რომლითაც ისინია გაჟღენთილი, შეიცავს მრავალ კოსმეტიკურ ელემენტს, რომლებმაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია თეთრეულის შერჩევა. ერიდეთ სინთეზური ქსოვილის თეთრეულს - ის არ ატარებს ჰაერს, იწვევს ოფლიანობას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი უსიამოვნო სიურპრიზებისთვის, როგორებიცაა პაპილომა, რძიანა და დისბაქტერიოზი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს