ფოტოები, რომელთა გადაღებასაც ტრაგიკული შემთხვევები მოჰყვა

ფოტოები, რომელთა გადაღებასაც ტრაგიკული შემთხვევები მოჰყვა

1980 წლის 8 დეკემბერს გადაღებულ ამ ფოტოზე აღბეჭდილია ჯონ ლენონი, რომელიც ავტოგრაფს აძლევს მარკ ჩეპმენს, ადამიანს, რომელიც მას ფოტოს გადაღებიდან ექვსი საათის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმებს.

ამ ფოტოს გადაღებიდან ორ წამში, როდესაც მერი მაკკუინენმა თავის ორ ძმას, მაიკლს და შონს კალიფორნიის შტატში ფოტო გადაუღო, მათ სამივეს მეხი დაეცა. სამიდან მხოლოდ მაიკლი (მარჯვნივ) გადარჩა ცოცხალი.

ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ ფოტოზე უბრალო კლოუნია გამოსახული, მაგრამ სინამდვილეში ეს გახლავთ სერიული მკვლელი ჯონ გეისი, რომელსაც მეტსახელად ”მასხარა მკვლელს” უწოდებდნენ. მან გააუპატიურა და მოკლა 33 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მოზარდები.

ამ ფოტოზე, რომელზეც ამერიკის ერთ-ერთი სკოლის კლასია აღბეჭდილი თუ დააკვირდებით, მარცხენა ზედა კუთხეში დაინახავთ ორ მოზარდს, რომლებიც კამერის ობიექტივისკენ იარაღის დამიზნების იმიტაციას აკეთებენ. ისინი ერკ ჰარისი და დილან კლებოლდი არიან, სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 1999 წელს მასიური სასაკლაო მოაწყვეს თავიანთ სკოლაში. მათ თავდასხმას ემსხვერპლა 13 ადამიანი, 24 კი მძიმედ დაიჭრა.

ჟურნალისტმა, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო მდინარე იანცზის ხიდზე, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ შემთხვევით მისმა ობიექტივმა გადაიღო მომენტი, როდესაც ხიდიდან მამაკაცი გადახტა. დააკვირდით მარჯვენა ქვედა კუთხეს.

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს