ივანა მელაი და გურამ ლომიძე ღამის კლუბში

ივანა მელაი და გურამ ლომიძე ღამის კლუბში

მომღერლების ''ლავ სთორის'' შესახებ ინფორმაცია პრესაში ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა. მაშინ წყვილი ამ ფაქტს არ ადასტურებდა, მოგვიანებით კი საკუთარი გრძნობების შესახებ ჟურნალისტებთან ალაპარაკდნენ.

ივანასგან განსხვავებით, გურამიკო სიტყვაძუნწია. როგორც ჩანს, ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ცდილობს, პრესით მომავალზე ნაკლებად ილაპარაკოს. პირველი ქორწინებიდან, ხატია შამუგიასთან, 12 წლის ნიკა ჰყავს, მეორე შვილი, ლიამი, ამერიკელ მეუღლესთან შეეძინა, რომელსაც უკვე დიდი ხანია დაშორდა.

წყვილი კვლავ ერთად არის, გასული წლის შვებულება რომანტიკულ ევროტურში გაატარეს [ფოტოგალერეა], ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ გურამ ლომიძე ამერიკაშია, მაინც ცდილობენ დროის ერთად გატარებას. ბოლოს ისინი თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გამოჩნდენ და აღნიშნული ფოტოც სწორედ იქ არის გადაღებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს