დეზოდორანტმა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადება და კიბო გამოიწვიოს

დეზოდორანტმა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადება და კიბო გამოიწვიოს

ბევრ ჩვენგანს ვერც კი წარმოუდგენია, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის ყოველდღიური ჰიგიენის მოხმარების ისეთი საგანი, როგორიც დეზოდორანტია.

რატომ შეიძლება იყოს დეზოდორანტი მავნებელი?

დეზოდორანტების უმრავლესობა, ოფლის გამოყოფის შემცირების მიზნით, ბლოკავს საოფლე ჯირკვლებს. ეს ძირითადად ე.წ. ანტიპერსპირანტებია. თუმცა ოფლის გამოყოფა ცხოველმყოფელობის უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან გამოიყოფა ტოქსინები და დაშლის პროდუქტები. როდესაც საოფლე ჯირკვალი ბლოკირებულია, ორგანიზმი ცდილობს განთავისუფლდეს ზედმეტი ტოქსინებისგან სხვა ჯირკვლების მეშვეობით, მაგრამ ვიდრე ის ახდენს ამ ტვირთის ტრანსპორტირებას, მავნე ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი იწოვება სისხლში, რაც შემდგომში ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა ანტიპერსპირანტების ხშირი გამოყენებისას საოფლე ჯირკვლები შეიძლება დაიხშოს და განვითარდეს ანთება. ამიტომ თუ სარგებლობთ მსგავსი დეზოდორანტებით, აუცილებელია საღამოს მისი ჩამობანა, რათა ორგანიზმმა ღამის განმავლობაში მაინც "ისუნთქოს" სრულფასოვნად.

დეზოდორანტების შემადგენლობა, უმრავლეს შემთხვევაში, არ არის ჯანსაღი, ეკოლოგიური და შეიცავს მრავალ საშიშ ელემენტს. დეზოდორანტების ერთერთი ამგვარი "არაჯანსაღი" კომპონენტი არის ალუმინის მარილი, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და კრიტიკული მასის მიღწევის პირობებში გამოიწვიოს ყველა შესაძლო პათოლოგია, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება და კიბო, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, რისი დამადასტურებელიცაა ამ დიაგნოზით დარეგისტრირებულთა რაოდენობის ზრდა.

მავნე ნივთიერებები დეზოდორანტებში:

ალუმინის გარდა, დეზოდორანტები შეიძლება შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის არასასურველ და მავნე შემდეგ კომპონენტებს:

• ტრიკლოზანი - ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ოფლის სუნის წარმომქნმნელი ბაქტერიების დამშლელია, მაგრამ სინამდვილეში ნაკლებადეფექტურია და კლავს უფრო სუსტ "კარგ" ბაქტერიებს, რითაც "ეხმარება" "ცუდ" ბაქტერიებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს