რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?

რატომ წვება კატა ადამიანის მტკივნეულ ადგილზე?

ყველაზე გავრცელებული შინაური ბინადარი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, არის კატა. თუ ამ ცხოველმა ადამიანის ნდობა მოიპოვა, მისი პირადი "მკურნალი" ხდება. ის წვება პატრონის მტკივნეულ ადგილზე, კრუტუნებს, ათბობს თავისი სხეულით და ტკივილი ნელ-ნელა ქრება.

სტატისტიკურად, ის ადამიანები, ვისაც სახლში კატა ჰყავს, 5-ჯერ ნაკლებად აკითხავენ ექიმს, ვიდრე ისინი, ვისაც სახლში ეს ცხოველი არ ჰყავს.

გულის მიდამოებში ჩხვლეტა-ტკივილი

არა ერთი ფაქტი ყოფილა, როდესაც კატას ადამიანი გადაურჩენია გულის შეტევისა და ჰიპერტონული კრიზისგან. ამ ცხოველს შეუძლია წინასწარ მიხვდეს და ანიშნოს პატრონს მოსალოდნელი კრიზი. ადამიანის, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა და მის სახლში კატა ცხოვრობს, შეტევის განმეორების რისკი ძალიან დაბალია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისას

კატის მოფერება სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც. მოკლებეწვიანი ან უბეწვო კატებს (სფინქსი, სიამის, ობისინიური, ეგვიპტური მაუ და ა.შ.) სხვა ჯიშებთან შედარებით, მეტად ეფექტურად შეუძლიათ პატრონის მკურნალობა ნაწლავური პრობლემების დროს.

სტრესი და დაღლილობა

კატას შეუძლია გაგანთავისუფლოთ დაღლილობის, დაბალი წნევისა და სტრესის დროს, ასევე შეუძლია თქვენი პულსის დარეგულირებაც. საუკეთესო "ფსიქოთერაპევტები" და "ნევროპათოლოგები" არიან გრძელბეწვიანი კატები- ანგორა, სპარსული, ბირმული და ა.შ.

უფრო მეტად, შავი კატა იღებს ადამიანისგან უარყოფით ენერგიას, ვიდრე სხვა ფერის კატები. წითურ კატებს შეუძლიათ ადამიანი დადებითი ენერგიით დამუხტონ. ნაცრისფერი კატა ადამიანს ამშვიდებს, ხოლო თეთრები ტკივილის დროს საუკეთესო ექიმები არიან.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს