"ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა ადამიანის ხორცი შეჭამა''

"ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა ადამიანის ხორცი შეჭამა''

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მადა დამეკარგა და ისეთი განცდა მაქვს, რომ აღარასდროს შევჭამ საჭმელს, რესტორნებში ან კაფეებში სიარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. სერიოზულად დავფიქრდი ვეგეტერიანელი ხომ არ გავხდე...

ნანა 38 წლის:

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, სიცოცხლე აღარ მინდა. ამდენი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი ქმარი საზღვარგარეთაა წასული, იქ მუშაობს, წვალობს და ფულს გვიგზავნის. ორი ბიჭი გვყავს, უფროსი, გიგი, თექვსმეტი წლისაა, უმცროსი, ნიკა, კი - ცხრის. არ ვმუშაობ, სულ სახლში ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ ბავშვებს. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო დედა ვყოფილიყავი და კარგი პიროვნებები აღმეზარდა.

გიგის ზომიერი სიმკაცრით ვზრდი, ძალიან არ ვბოჭავდი, არ მინდოდა დამეკომპლექსებინა ან გარესამყაროს შიში ჩამენერგა მისთვის, თუმცა არც უსაზღვრო თავისუფლებას ვაძლევდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, ჰყავს მეგობრები, საშუალო დონეზე სწავლობს. ერთადერთი რაც ძალიან მაშფოთებდა მისი ჰობი, საშინელებათა ფილმების ყურება, იყო. თავიდან ვუშლიდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.

ჩემმა მეგობრებმა(მათაც ჰყავთ შვილები) მითხრეს, რომ გიგის გატაცება ბუნებრივია,რადგან ახალგაზრდები მიისწრაფიან ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებებისკენ.

3 დღის წინ ჩემი უფროსი ვაჟის ოთახი ძირფესვიანად დავალაგე. სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ლეიბი ერთ მხარეს გაჭრილი იყო და შემდეგ უღიმღამოდ ამოკერილი. მაკრატელი მოვიშველიე და სიღრმეში ხელი შევყავი. გიგის დღიური დამხვდა დისკთან ერთად.

ნაწერები გადავიკითხე და შევძრწუნდი, კვირაობით, როდესაც ძმასთან ერთად ეკლესიაში ვუშვებ, თურმე მონასტერში არ მიდის და დახეტიალებენ ქუჩაში. ეს ჩემი პატარა ბიჭიც ხმას არ იღებს და არ მიმხელს რომ მისი ძმა მატყუებს. გოგონების საპირფარეშოში იპარება, რომელიმე განყოფილებაში იკეტება და უთვალთვალებს მათ.

ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, მოგვიანებით რომ არ წამეკითხა, უახლოეს ძმაკაცთან რამდენჯერმე ვიზასავეო... გაკვეთილებზე ფიქრობს მასწავლებლების სიკვდილზე. ჩამოწერილი აქვს ვინ როგორ სურს, რომ მოკლას. სკოლელ ბიჭებს ძალით აღიზიანებს, რომ იჩხუბონ და ვინც სუსტი შეხვდება იმდენხანს ურტყამს სანამ სისხლს არ ადენს. სისხლის ყურება სიამოვნებს.

"უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდა, ეს რომ დედაჩემს ვუთხრა ცოცხლად გამატყავებს, ალბათ... მზარეული უნდა გამოვიდე." ნეტავ, ამ წინადადების გაგრძელება არ წამეკითხა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანის ხორცით სურს კერძების მომზადება და ხალხის გამასპინძლება. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი სერიალის ან ფილმის გავლენაა. სასწრაფოდ დავხურე დღიური. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილის ჩანაწერებს ვკითხულობდი.

დისკის ჩართვამდე დიხანს ვიფიქრე. ყველაფერი შეიძლებოდა დამხვედროდა. ვიდეო ჩვენს სახლში დღისით იყო გადაღებული (სავარაუდოდ მაშინ როდესაც მე და ნიკა სახლში არ ვიყავით.) სამზარეულოში იჯდა, წინ მოხარშული ხორცი და დანა-ჩანგალი ედო. ძალიან კმაყოფილი სახით მიირთმევდა ხორცს. არაფერი უთქვამს, ბოლომდე რომ დაამთავრა კამერაში გაიღიმა და გამორთო.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს