რატომ დიდდება სათესლე ჯირკვალი

რატომ დიდდება სათესლე ჯირკვალი

მამაკაცებს ყველაფრის გადადება სჩვევიათ, კარგა ხანს არ აქცევენ ყურადღებას ავადმყოფობის აშკარა ნიშნებს და ექიმთან მაშინღა მიდიან, როდესაც დაავადება უკვე შორს არის წასული და ძლიერი დისკომფორტის მომგვრელია.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის გადიდება?

სათესლე ჯირკვლის კიბო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის მიმართაც მიდრეკილი არიან 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები. ამ დროს შესაძლოა სათესლე პარკში პალპაციით ისინჯებოდეს მცირე სიმკვრივე - ეს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პირველი ნიშანია. მეორე კი სათესლე ჯირკვლის გადიდებაა. შესაძლოა მცირედი შეშუპებაც. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ინფექციური დაავადებები, უპირველესად - ეპიდიდიმიტი. დაავადების განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს გადაჭარბებულმა სქესობრივმა აქტივობამ და სქესობრივი პარტნიორის ხშირმა ცვლამ.

ჰიდროცელე. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვლის არეში გროვდება სითხე. შესაძლოა, მიმდინარეობდეს პრაქტიკულად უსიმპტომოდ, ერთადერთი შესამჩნევი ცვლილება სათესლე პარკის გადიდებაა. შესაძლოა ზეწოლისა და დისკომფორტის შეგრძნებაც სათესლე პარკში.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს