ახალი აღმოჩენა - ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს სპობს

ახალი აღმოჩენა - ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს სპობს

ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოლეოკანთალი არ აზიანებს ჩვეულებრივ, ჯანმრთელ უჯრედებს, ის მხოლოდ მცირე ხნით აჩერებს მათ სასიცოცხლო ციკლს. გარკვეული დროის შემდეგ უჯრედები აღადგენენ საკუთარ აქტივობას.

არსებობს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონებში კიბოთი დაავადების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, დასალეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში.

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ახალმა გამოკვლევამ დადასტურა, რომ ზეითუნის ზეთი მალე შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიან საშუალებად იქცეს. უფრო სწორედ კი ზეითუნის ზეთში შემავალ ერთ-ერთი ექსტრაკლასის კომპონენტს აღმოაჩნდა კიბოს უჯრედების განადგურების თვისება, თან ისე, რომ არ დააზიანოს ჯანმრთელი უჯრედები. ეს კომპონენტი ოლეოკანთალია, რომელიც კიბოს უჯრედის ნაწილს არღვევს და ათავისუფლებს იმ ფერმენტებს, რომლებიც უჯრედის კვდომას იწვევს. ოლეოკანთალის გამოკვლევა ჩაატარეს დიეტოლოგმა რატგერსის უნივერსიტეტიდან (აშშ) და ორმა ბიოლოგიის ექსპერტმა ჰანტერის კოლეჯიდან (აშშ).

ოლეოკანთალის შესაძლებლობა გაანადგუროს კიბოს უჯრედები ცნობილი აქამდეც იყო, ოღონდაც მისი ბიოლოგიური მექანიზმი არ იყოს შესწავლილი. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, რატგერსის უნივერსიტეტის დიეტოლოგიის პროფესორი პოლ ბრესლინი ვარაუდობდა, რომ ოლეოკანთალი იწყებდა უჯრედის სიკვდილის პროგრამირებას, რაც ცნობილია აპოპტოზის სახელით. ეს პროცესი უდიდეს როლს თამაშობს კიბოს თავიდან აცილებაში. გამოკვლევის შედეგი გამოქვეყნებულია ჟურნალში “Molecular and Cellular Oncology.” ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ბრესლინმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს კიბოს უჯრედების ქცევა ოლეოკანთალის ზემოქმედებსას, აღმოჩნდა, რომ უჯრედების სიკვდილი დგებოდა ძალიან სწრაფად - 30 წუთის შემდეგ ნივთიერების მიღებიდან, რაც ეწინააღმდეგებოდა მეცნიერის ჰიპოთეზას, რადგან აპოპტოზის შედარებით გრძელვადიანი პროცესია, რომელის 16-დან 12 საათამდე გრძელდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს