"ორი დღეა ვებრძვით სიკვდილს" - ცოტნე გამსახურდია

"ორი დღეა ვებრძვით სიკვდილს" - ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია საზოგადოებას პატარა კნუტის გადარჩენის ისტორიას უყვება:

"ეს პატარა ბახალა ცოტა ხნის უკან მესტუმრა. ვინ იცის - რატომ, ორიოდე დღის უკან ღამის ორ საათზე გავედი ქუჩაში. უბრალოდ სახლში ვერ მოვისვენე... ცოტა მოშორებით რაღაც პატარა შავი ბურთი დავინახე, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა. მივედი - ეს ვაჟბატონი, ყვავის ბახალასავით პატარა და შავი ფისო. ჩირქისგან თვალები დაკერებულივით ჰქონდა, ცხვირ-პირიც სრულად იყო პარალიზებული. ერთი თვისაც არ იქნება.

ორი დღეა ვებრძვით სიკვდილს. ცოტას წავიტრაბახებ, ჩემი ხელიდან მას ჯერ ვერავინ წაუყვანია - ვერც ცხოველი და ვერც ადამიანი. ასეთი ბედი მაქვს ალბათ; ამასაც კარგი კარმა ჰქონია: აბა, რომელი არანორმალური წაიყვანდა სახლში...

ნელა, მაგრამ მაინც უნდა იყოს უკეთესობა " – ნათქვამია გამსახურდიას სტატუსში.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ