მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი

მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი

ოჯახი ქეთის დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნევდა. 18 წლის გოგონა ტრეფიკინგის­ მსხვერპლი გახდა - კაცი, რომელიც თავდა­ვიწყებით უყვარდა, ქალე­ბით მოვაჭრე აღმოჩნდა. ქეთის მსგავსად ბევრი ჰყავდა გაუბედურებული. მართალია, ყველამ დააღწია თავი იმ ჯოჯო­ხეთს, რომელშიც საყვარელი კაცის წყალობით ჩავარდნენ, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად.

ქეთი: - ჩემი 12-წლიანი გაუჩინარების შემდეგ მამას დედაჩემისთვის უთქვამს, ჩვენს შვილს სიმბოლური საფლავი მაინც გავუკეთოთო. დედა ჯიუტად უარობდა - გული მიგრძნობს, ჩემი შვილი ცოცხალია და გამოჩნდებაო. ასეც მოხდა - 30 წლის, ნაადრევად დაბერებული ჩემი ბინის კართან ვიდექი და ვერ ვბედავდი ზარის დარეკვას. მერე მამაჩემის ხმა გავიგონე, კარისკენ მოდიოდა. უცებ თვალთ დამიბნელდა, ჩავიკეცე. გონს იმ ოთახში მოვედი, სადაც ბავშვობა გავატარე. მშობლებმა ძლივს მიცნეს...

- რა მოხდა მაშინ, როდესაც დაიკარგეთ?

- უნივერსიტეტში გამოცდების ჩასა­ბა­რებლად ვემზადებოდი. რეპეტიტორთან დავდიოდი და გვიან მიწევდა შინ დაბრუნება.­ ერთხელაც სადარბაზოდან გამოსვლისას წავიბორძიკე და დავეცი. ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოდიოდა, მომვარდა­, წამომაყენა, ბინამდე მიმაცილა. ახლობე­ლ­თან­ მივდიოდიო, - მითხრა. მეორედაც სადარბაზოში შემხვდა. მერე მივხვდი, რომ შემთხვევითი შეხვედრის სცენა გაითამაშა. ძალიან სიმპათიური იყო და საოცარი ხმა ჰქონდა, თბილი. თუმცა, რამდენადაც კარგი იყო გარეგნულად, იმდენად ავი სული ჰქონდა. დამიახლოვდა, შემიყვარდა. 1992 წელი იყო. ძალიან ცუდი დრო - ახალგაზრდას არ შეეძლო გართობა, ახალგაზრდულად ცხოვრება. გოგას წვეულებებზე დავყავდი, სადაც ძირითადად უცხოელები იკრიბებოდნენ, უფრო ნავთობკომპანიებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოკლედ, იმ კაცთან­ სიახლოვე მაშინდელ უფერულ ყოფას მიფერადებდა.

ერთ საღამოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. დავთანხმდი. ახლავე გამომყევი და თურქეთში წავიდეთო. მეგონა, მეხუმრებოდა... პასპორტი თან არ მქონდა. არ გვჭირდ­ე­ბა პასპორტიო, დაძრა მანქანა და წავედით.­ გორს რომ გავცდით, მივხვდი, არ ხუმრობდა. ვთხოვე, - სადმე ტელეფონი­ ვნახოთ და მშობლებს დავურეკავ-მეთქი. დილით დავურეკოთო. ძალიან რომ ავფორიაქდი, უცებ გააჩერა მანქანა, საჭესთან ახლოს პატ­არა უჯრა გამოსწია, იქიდან რაღაც­ კოლოფი­ ამოიღო და მითხრა, დაყნოსე, გესიამ­ოვნება და ცოტა ხანი დაგაწყნარებსო. დავუჯერე... მერე კარგა ხანს არ მოვსულვარ გონზე.

მოკლედ, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, გოგა ტრეფიკინგს ეწეოდა თურქეთში. არ ვიცი, როგორ გადამიყვანეს საზღვარზე.­ კარგა ხანს ისიც კი არ ვიცოდი, რომელ ქალ­აქში ვიყავი.

...როდესაც გონს მოვედი, თავს საშინლად ვგრძნობდი, უღონოდ ვეგდე საწოლზე. გოგა ჩემ გვერდით იწვა. ვევედრებოდი, შინ დამარეკვინე, მშობლებს დამალაპარაკე-მეთქი. მითხრა, თბილისში დაბრუნებისთანავე ვინახულებ შენიანებსო. კინაღამ გავგიჟდი, - მე აქ მტოვებ-მეთქი? უპასპორტოდ გარეთ ვერ გაგიყვან, მით უფრო საზღვარზე აუცილებლად დაგაპატიმრებენ. თბილისიდან მალე პასპორტით დავბრუნდები და წაგიყვანო. ავკივლდი - ახლავე დამაბრუნე შინ-მეთქი. ამაოდ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს