მარკ ცუკერბერგი ტელეპორტირების სადგურს ქმნის

მარკ ცუკერბერგი ტელეპორტირების სადგურს ქმნის

"ფეისბუქის" დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა სან ფრანცისკოში ყოველწლიურ კონფერენციაზე სოციალური ქსელის განახლებაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი თემა ”ტელეპორტირების სადგური” გახლდათ, რომელიც "ფეისბუქმა" ”ოკულუსთან” ერთად შეიმუშავა. ცუკერბერგის თქმით, "ფეისბუქი" მალე დაიწყებს სამგანზომილებიანი ვედეოების შემუშავებას, რომელთა ნახვაც ვირტუალური რეალობის სათვალით იქნება შესაძლებელი.

ამისთვის კომპანია აპირებს შექმნას სპეციალური ვიდეოფლეერი. როგორც ცუკერბერგი ყვება, მომხმარებლები 25 მარტიდან შეძლებენ "ფეისბუქიდან" ვიდეოების სხვა საიტებზე გადატანასაც. "ფეისბუქმა" აგრეთვე წარადგინა უფასო პლატფორმა ”ფეისბუქ ანალიტიკსი”, რომელიც საშუალებას მისცემს კომერციულ გვერდებს, გამოიკვლიონ სარეკლამო კომპანიების ეფექტურობა და განსაზღვრონ მომხმარებლების ინტერესები.

აგრეთვე იგეგმება მრავალი ნოვაციური პროექტები, როგორიცაა ინტერნეტით კარის საკეტების აქტივაცია და კვამლის დეტექტორის თვალყურის დევნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს