ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალი

ვინ იყო პირველი ქართველი ფოტომოდელი ქალი

ეროვნულ არქივში დაცულ ამ უნიკალურ ფოტოზე XIX საუკუნის მიწურულის ერთ-ერთი პირველი ქართველი ფოტომოდელი ბაბო (ბარბალე) ბაგრატიონი-დავითაშვილია გამოსახული. სამეფო გვარის შთამომავალი რეკლამას უკეთებს იმ დროისთვის უნიკალურ ქართულ ბრენდს, სარაჯიშვილის კონიაკს. ბაბო ივანე მაჩაბლის მეუღლის, ულამაზესი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილის უმცროსი და იყო.

სხვათა შორის, მეტად განათლებული, ქველმოქმედი, მშვენიერი ბაბო მეგობრობდა თავისი დროის ცნობილ მოღვაწეებთან, მათ შორის იყვნენ აკაკი წერეთელი (დიდ აკაკის სარძლოდაც კი უნდოდა ის), და-ძმა უორდროპები... არაერთ ვაჟკაცს მოსწონდა ბაბო, მაგრამ მას მხოლოდ ერთადერთი - მომხიბლავი დათა მიქელაძე უყვარდა. დათამ სხვა ირჩია. ბაბო ცალად დარჩა და ამ სიყვარულმა მალე სამარეშიც ჩაიყვანა...

სარაჯიშვილის დაკვეთით სარეკლამო კოლაჟი პირველ ქართველ ფოტოგრაფს, სახელგანთქმულ ალექსანდრე როინაშვილს შეუსრულებია. გადმოცემის თანახმად, ბაბოზე შემთხვევით არ შეჩერებულა არჩევანი. იმდენად ლამაზი იყო, რომ მისი გარეგნობა და მზერა საოცარ ნდობას იწვევდაო. პორტრეტისთვის საგანგებოდ შეურჩევიათ ქართული კაბა და ჩიხტიკოპი. ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მშვენიერ ბაბოს ლანგარზე კონიაკით, სანდომიანი სახით უნდა მიეზიდა მომხმარებელი და პროდუქციის უმაღლეს ხარისხში დაერწმუნებინა. XIX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც როინაშვილი ქართულ რეკლამაზე მუშაობდა, ევროპასა და ამერიკაში "კოკა-კოლას" სარეკლამო კამპანიის ხანა იდგა. ქართველებისთვის კარგად იყო ცნობილი დასავლური რეკლამის მოთხოვნები, რომელსაც უთუოდ ითვალისწინებდნენ, თუმცა, ბრენდის წარდგენისას მთავარი მნიშვნელობა მაინც ეროვნულ ფაქტორს ენიჭებოდა. ქართული რეკლამის უმთავრესი სახე იყო მშვენიერი ქალი, როგორც სანდოობის სიმბოლო.

კონიაკის სამშობლო, საფრანგეთი, აქტიურად ცდილობდა, ბრენდის სახელწოდებაზე შეზღუდვა დაეწესებინა არა მხოლოდ საზღვარგარეთის ქვეყნებში, საფრანგეთის რეგიონებშიც კი. დავით სარაჯიშვილი, რომელიც 1978 წელს საგანგებოდ გაემგზავრა საფრანგეთში ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოების შესასწავლად, კარგად აცნობიერებდა ამ სირთულეებს, ამიტომაც დიპლომატიური მანევრი შეასრულა, 1885 წელს თბილისში ააგო კავკასიაში უმსხვილესი საწყობი და ფრანგული ინტერესების დაცვით, საგანგებოდ დასამწიფებლად ჩამოიტანა ფრანგული საკონიაკე სპირტი.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს