მშობიარობა ხეზე და ლიფტში - ყველაზე ექსტერმალური პირობები მელოგინეებისთვის

მშობიარობა ხეზე და ლიფტში - ყველაზე ექსტერმალური პირობები მელოგინეებისთვის

ყოველი მომავალი დედა იმედოვნებს, რომ თავისი პირმშო ქვეყანას მოევლინება მშვიდ, კომფორტულ გარემოში. მაგრამ დედებს, რომლებზეც ახლა მოგიყვებით, არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ.

მეტროს ვაგონში

2012 წლის ივლისში 24 წლის ამერიკელმა გოგონამ ვანდა დუენომ თავისი პატარა ბიჭი ნუ-იორკის მეტროპოლიტენის ვაგონში გააჩინა. გოგონა სახლში მეგობრის დაბადების დღიდან ღამის ღამის 2 საათზე ბრუნდებოდა. როდესაც ძლიერი ტკივილი იგრძნო, მაშინვე დააჭირა ხელი ექსტრემალური სიტუაციების ღილაკს. სანამ თანამშრომლები მოვიდნენ, ბავშვი უკვე გაჩენილი იყო.

ხეზე

2000 წლის თებერვალში მოზამბიკში საოცარი წყალდიდობა მოხდა. სტიქიისგან თავის გადასარჩენად 26 წლის სოფი პედრო ხეზე ავიდა. იქ მან 3 დღე-ღამე გაატარა. სწორედ იქ გაჩნდა მისი გოგონა როზიტა. ბედად, დაბადებიდან ცოტა ხანში ამ ხის თავზე გადაიფრინა თვითმფრინავმა, რომელიც სტიქიისგან გადარჩენილ ხალხს ეძებდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ბიბლიოთეკაში

18 წლის დომენიკა ტრევინო 2009 წლის იანვარში ავტობუსით მგზავრობდა. გოგონამ იგრძნო, რომ ბავშვი ეს ესაა დაიბადებოდა. მას მგზავრები დაეხმარნენ და ავტობუსიდან ჩამოიყვანეს. ყველაზე ახლოს ცენტრალური ბიბლიოთეკა იყო. ძლივს მოასწრეს შენობაში შესვლა. ბავშვი ფოიეში გაჩნდა.

ლიფტში

2012 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკის 31 წლის მცხოვრები ნინფა რამირეზი ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და უთხრა, რომ მშობიარობამდე ჯერ ადრე იყო და სახლში გაუშვა. გოგონას მეუღლე ახლდა თან. როდესაც შინ მისული მანქანიდან გადმოდიოდა, უცებ დაეწყო მშობიარობა. სახლამდეც ვერ მიაღწიეს - ბავშვი ლიფტში გაჩნდა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს