თბილისის ზოოპარკში მატებაა - ახალშობილი ჰამადრილი

თბილისის ზოოპარკში მატებაა - ახალშობილი ჰამადრილი

თბილისის ზოოპარკის ოფიციალური გვერდი მატების შესახებ იტყობინება. როგორც გაირკვა, ზოოპარკში მდედრი ჰამადრილი დაიბადა:

"გოგოა! გოგო!

მიეგებეთ ჩვენს ახალშობილს, მარტში დაბადებულ ქალბატონ მარტას!

ამ პაწკუნტელა ჰამადრილს დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ვოლიერში ვერ დავტოვებდით, რადგან იქ ბევრი ზრდასრული მამრი ცხოვრობს და პატარას სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. აღარ გავრისკეთ და ვოლიერიდან გამოვიყვანეთ. ახლა გულიკო ძიძა ზრდის, აჭმევს ყოველ საათში ერთხელ, უცვლის პამპერსებს და თოჯინასავით გახვეულს გულში ჩაკრულს დაატარებს, რომ არ შესცივდეს და დედობრივი სითბო არ მოაკლდეს ცუნცულიკას..." - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს